კახა კალაძე „მეგობარ აქტზე“: ვისაც რა უნდა, ის მიიღოს, ჩვენ საქართველოს ინტერესებიდან გამომდინარე ვმოქმედებთ

თბილისის მერმა მედიასთან ისაუბრა ჰელსინკის კომისიის „მეგობარ აქტთან“ დაკავშირებით, რომელიც „ქართული ოცნების“ სანქცირებას ითვალისწინებს.

კახა კალაძის განმარტებით, საქართველო სანდო პარტნიორი ქვეყანაა, თუმცა ურთიერთობა ცალმხრივი არ არსებობს.

„არანაირი „მეგობარი აქტი“ არ არსებობს. ამასთან დაკავშირებით, არაერთი განცხადება გავაკეთეთ. ვისაც რა უნდა, ის მიიღოს, ჩვენ საქართველოს ინტერესებიდან გამომდინარე ვმოქმედებთ. საქართველო არის სანდო პარტნიორი ქვეყანა, ეს არა მხოლოდ სიტყვებით, კონკრეტული ქმედებებით დავამტკიცეთ. მეგობრობაც ვიცით, პარტნიორობაც, ურთიერთობაც არ გვეშლება, მაგრამ ეს ცალმხრივი ვერ იქნება”, – განაცხადა კახა კალაძემ.

ავტორი:

ბოლო სიახლეები

არჩილ გორდულაძე: 2004-2012 წლებში ჩადენილ არაერთ დანაშაულთან დაკავშირებით მითითებულია საგამოძიებო კომისიის...

არავის აქვს სასამართლოს წინაშე იმის მტკიცების უფლება და შესაძლებლობა, რომ საგამოძიებო კომისიის სხდომაზე ვინმეს ჰქონდა მისვლის სურვილი და აზრის დაფიქსირებისა, ან კონკრეტული ინფორმაციის მიწოდებისა...