კაია კალასი: ევროკავშირს არ აქვს შესაძლებლობა, ავტომატურად აიღოს საკუთარ თავზე „რადიო თავისუფლების“ დაფინანსება

ევროკავშირის საგარეო პოლიტიკის ხელმძღვანელმა, კაია კალასმა განაცხადა, რომ ევროკავშირს არ აქვს შესაძლებლობა, ავტომატურად აიღოს საკუთარ თავზე „რადიო თავისუფლების“ დაფინანსება.

მან ხაზგასმით აღნიშნა, რომ ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრისას მიღებული იყო გადაწყვეტილება, განიხილონ „რადიო თავისუფლების“ ირგვლივ არსებული ვითარება და მოძებნონ გზა, რომ ევროპა დაეხმაროს ამ მედიასაშუალებას, რომელიც „მნიშვნელოვანია დემოკრატიისთვის“.

„სამწუხაროა იმის მოსმენა, რომ აშშ წყვეტს დაფინანსებას. ახლა ჩვენთვის ჩნდება კითხვა, შეგვიძლია თუ არა ჩვენ საკუთარი დაფინანსებით შევავსოთ სიცარიელე, რომელსაც აშშ ტოვებს“, – აღნიშნა კაია კალასმა.

„ამ კითხვაზე პასუხი არის ის, რომ ეს ავტომატურად არ მოხდება, რადგან ჩვენ გვყავს მრავალი ორგანიზაცია, რომლებიც ჩვენ ამ მოთხოვნით მოგვმართავენ“, – დასძინა მან.

ავტორი:

ბოლო სიახლეები

სუსი: 2024 წლის 16 სექტემბერს გორის მუნიციპალიტეტის სოფელ მეჯვრისხევის მიმდებარედ უკანონოდ...

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ინფორმაციით, 2024 წლის 16 სექტემბერს გორის მუნიციპალიტეტის სოფელ მეჯვრისხევის მიმდებარედ უკანონოდ დაკავებული საქართველოს ორი მოქალაქე თავისუფალია და ცენტრალური ხელისუფლების მიერ კონტროლირებად...