ირაკლი კობახიძე: უმეტეს შემთხვევაში „ნაცმოძრაობის“ შვილები არიან „სირცხვილიას“ ლიდერები. როგორ შეიძლება ვინმემ ამტკიცოს, რომ „ნაცმოძრაობის“ გაგრძელება და დანამატი არ არის

ეს ორგანიზაცია „ნაცმოძრაობის“ ოჯახის წევრები, უმეტეს შემთხვევაში შვილები არიან „სირცხვილიას“ ლიდერები. როგორ შეიძლება ვინმემ ამტკიცოს, რომ „ნაცმოძრაობის“ გაგრძელება და დანამატი არ არის ეს ორგანიზაცია- ამის შესახებ „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ირაკლი კობახიძემ გადაცემაში „იმედი LIVE” განაცხადა. კობახიძის თქმით, გარდა იმისა, რომ მოძრაობა „სირცხვილია“ პოლიტიკური ორგანიზაციის დანამატია, თავისი შინაარსით ეს არის ექსტრემისტული ორგანიზაცია, რომელიც მთელი ამ წლების განმავლობაში პირდაპირ იყო ჩართული დესტრუქციულ ქმედებებში. „ნაცმოძრაობის“ აქტივისტებმაც, მხარდამჭერებმაც, აბსოლუტურად ყველამ იცის, რომ სირცხვილია არის “ნაცმოძრაობის“ ახალგაზრდული ექსტრემისტული ფრთა. „ნაცმოძრაობის“ არის თუ არა ჯერ ამით დავიწყოთ, ელემენტარულად „ნაცმოძრაობის“ ოჯახის წევრები არიან, უმეტეს შემთხვევაში შვილები არიან „სირცხვილიას“ ლიდერები. როგორ შეიძლება ვინმემ ამტკიცოს, რომ ნაცმოძრაობის გაგრძელება და დანამატი არ არის ეს ორგანიზაცია. ერთი რომ პოლიტიკური ორგანიზაციის დანამატია, მაგრამ მეორე მთავარი საკითხი არის ის რომ თავისი შინაარსით ეს არის ექსტრემისტული ორგანიზაცია, რომელიც მთელი ამ წლების განმავლობაში პირდაპირ იყო ჩართული დესტრუქციულ ქმედებებში.“- განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

ავტორი:

ბოლო სიახლეები

ეკა სეფაშვილი: მიზეზები, რომლებიც ევროკომისიის გაფართოების ანგარიშშია მოყვანილი, მხოლოდ მოგონილი საბაბია,...

პარტია “ხალხის ძალის” საერთაშორისო ურთიერთობათა მდივანმა ეკა სეფაშვილმა საგარეო ურთიერთობათა და ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტების გაერთიანებულ სხდომაზე ევროკომისიის გაფართოების ანგარიში შეაფასა და განაცხადა, რომ დოკუმენტში...