ირაკლი კობახიძე: ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის პრემიერ ლი ციანთან ნაყოფიერი დისკუსია მქონდა ჩვენს ურთიერთობებში არსებული მნიშვნელოვანი პროგრესისა და სტრატეგიული პარტნიორობის გაღრმავების შესახებ

ჩინეთის საერთაშორისო იმპორტის გამოფენაზე ვიზიტის ფარგლებში ნაყოფიერი შეხვედრა მქონდა ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის პრემიერთან, ლი ციანთან, – წერს საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე სოციალურ ქსელ X-ზე.

მთავრობის მეთაური აღნიშნავს, რომ შეხვედრაზე განხილული იყო ორმხრივ ურთიერთობებში არსებული მნიშვნელოვანი პროგრესი.

„ჩინეთის საერთაშორისო იმპორტის გამოფენაზე ვიზიტის ფარგლებში მქონდა პატივი, შევხვედროდი ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის პრემიერს, ლი ციანს. ნაყოფიერი დისკუსია გვქონდა ჩვენს ურთიერთობებში არსებული მნიშვნელოვანი პროგრესისა და სტრატეგიული პარტნიორობის გაღრმავების შესახებ“, – აღნიშნავს ირაკლი კობახიძე.

ავტორი:

ბოლო სიახლეები

ირაკლი კობახიძე: ილია ჭავჭავაძემ დაგვიტოვა ქართველთა უმთავრესი ანდერძი – „მამული, ენა,...

ჩვენი წარსული მდიდარია თვალსაჩინო საერო თუ სასულიერო მოღვაწეებით, თუმცა ილია ჭავჭავაძე იყო ერთადერთი, რომელსაც ქართველმა ხალხმა სიცოცხლეშივე, დამსახურებლად და დიდი სიყვარულით უწოდა „ერის მამა“,...