ირაკლი კირცხალია თსუ-ს პროფესორის განცხადებაზე, რომ 4 ოქტომბერი უფრო დრამატულად რომ განვითარებულიყო და ყოფილიყო მსხვერპლი, მაშინ იქნებოდა გადამწყვეტი მნიშვნელობის, აცხადებს: კომენტარიც არ ჭირდება, ამის “გაპრავებასაც” იკადრებენ

ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე, საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერი ირაკლი კირცხალია თსუ-ს პროფესორის მარინე ჩიტაშვილის შეფასებას გამოეხმაურა 4 ოქტომბრის აქციასთან დაკავშირებით.

კირცხალია სოციალურ ქსელში „ფორმულას“ გადაცემიდან აზიარებს ფრაგმენტს, სადაც მარინე ჩიტაშვილი ამბობს, რომ 4 ოქტომბერი უფრო დრამატულად რომ განვითარებულიყო და ყოფილიყო მსხვერპლი, ყოფილიყო სისხლი და გასროლა, მაშინ ეს 4 ოქტომბერი იქნებოდა გადამწყვეტი მნიშვნელობის. მისივე შეფასებით, „ეს 4 ოქტომბერი იყო უბრალოდ არარაციონალურად დაგეგმილი“.

„ყველაფერი თქვა! კომენტარიც არ ჭირდება! ამის “გაპრავებასაც” იკადრებენ…“-წერს კირცხალია.

ავტორი:

ბოლო სიახლეები

ირაკლი კობახიძე: ილია ჭავჭავაძემ დაგვიტოვა ქართველთა უმთავრესი ანდერძი – „მამული, ენა,...

ჩვენი წარსული მდიდარია თვალსაჩინო საერო თუ სასულიერო მოღვაწეებით, თუმცა ილია ჭავჭავაძე იყო ერთადერთი, რომელსაც ქართველმა ხალხმა სიცოცხლეშივე, დამსახურებლად და დიდი სიყვარულით უწოდა „ერის მამა“,...