ირაკლი კირცხალია “კოლექტიური ნაციონალური მოძრაობის” აკრძალვის მოთხოვნით საკონსტიტუციო სასამართლოში შესატან სარჩელზე: რამდენიმე დღის პროცედურაა დარჩენილი, ტექსტზე მუშაობა დასრულებულია – საზოგადოება მნიშვნელოვან პროცესებს იხილავს საკონსტიტუციო სასამართლოში

რამდენიმე დღის პროცედურაა დარჩენილი, ტექსტზე მუშაობა დასრულებულია. ჩვენი გუნდი ყოველთვის ვასრულებთ საზოგადოების დაკვეთას, – განაცხადა გადაცემაში „იმედი LIVE“ საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა, ირაკლი კირცხალიამ, „ნაციონალური მოძრაობის“ და მასთან დაკავშირებული პარტიების აკრძალვის მოთხოვნით „ქართული ოცნება“ საკონსტიტუციო სარჩელის შესახებ საუბრისას.

მისი თქმით, მნიშვნელოვანია, საგამოძიებო კომისიის დასკვნა მყარ სარჩელში კონვერტირდეს. კირცხალიამ აღნიშნა, რომ საზოგადოება საკონსტიტუციო სასამართლოში ძალიან მნიშვნელოვან პროცესებს იხილავს

„რამდენიმე დღის პროცედურაა დარჩენილი. ტექსტზე მუშაობა დასრულებულია. როგორი პასუხისმგებლობითაც მივუდექით საგამოძიებო კომისიას და ყველამ კარგად ვნახეთ როგორი საფუძვლიანი დასკვნა მომზადდა, ასევე მნიშვნელოვანია, რომ ეს დასკვნა კონვერტირდეს ძალიან მყარ სარჩელში. ძალიან მნიშვნელოვან პროცესებს იხილავს ჩვენი საზოგადოება საკონსტიტუციო სასამართლოში. ჩვენ და ჩვენი გუნდი ყოველთვის ვასრულებთ ჩვენი საზოგადოების დააკვეთას“, – განაცხადა ირაკლი კირცხალიამ.

ავტორი:

ბოლო სიახლეები

ირაკლი კობახიძე: ილია ჭავჭავაძემ დაგვიტოვა ქართველთა უმთავრესი ანდერძი – „მამული, ენა,...

ჩვენი წარსული მდიდარია თვალსაჩინო საერო თუ სასულიერო მოღვაწეებით, თუმცა ილია ჭავჭავაძე იყო ერთადერთი, რომელსაც ქართველმა ხალხმა სიცოცხლეშივე, დამსახურებლად და დიდი სიყვარულით უწოდა „ერის მამა“,...