ილიაუნის რექტორი: საუნივერსიტეტო განათლების მხოლოდ ერთი ნაწილი შეიძლება იყოს ბაზრის კვლევა, რა სჭირდება კერძო სექტორს

ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორი ნინო დობორჯგინიძე ჟურნალისტებთან შრომის ბაზრის კვლევას გამოეხმაურა, რომელიც პრემიერ მინისტრმა უმაღლესი სასწავლებლების რექტორებს და ბიზნესის წარმომადგენლებს გააცნო.

„არ შეიძლება საუნივერსიტეტო სისტემის ასე უნივერსიტეტების წარმომადგენლების გარეშე დაჭრა, შეცვლა. ეს იწვევს მერე ძალიან დიდ გაუგებრობებს. საუნივერსიტეტო განათლების მხოლოდ ერთი ნაწილი შეიძლება იყოს ბაზრის კვლევა, რა სჭირდება კერძო სექტორს. ხოლო სახელმწიფოს მისია იცით რა არის? იმ ბაზარს რომ დაბალკვალიფიციური კადრები სჭირდება, ეს ბაზარი აქციოს ტექნოლოგიებზე დაფუძნებულ მაღალკვალიფიციურ ბაზრად“, – აღნიშნა დობორჯგინიძემ.

ავტორი:

ბოლო სიახლეები

ნიკოლოზ სამხარაძე: ჩვენ მზად ვართ ევროკავშირთან ნებისმიერი სახის თემაზე სასაუბროდ, ოღონდ...

„ჩვენთვის, რა თქმა უნდა, მიუღებელია ყველაზე რბილი შეფასება იქნება რომ ვთქვათ, ასეთი უზუსტობების დაშვება იმიტომ, რომ ნათლად ვხედავთ მცდელობას, რომ საქართველოს ხელისუფლებას დაჰბრალდეს პოლიტიკური...