გურამ მაჭარაშვილი: „ნაცმოძრაობამ“ 4 ოქტომბერს კიდევ ერთხელ დაადასტურა, რომ მოძალადე ორგანიზაციაა და თავის ფილიალებთან ერთად პოლიტიკაში არ უნდა არსებობდეს

„[ნაცმოძრაობის“ აკრძალვა] აუცილებელი პროცესია, რომელზეც [მუშაობა] არ შეჩერდება“, – ამის შესახებ მედიასთან „ხალხის ძალის“ აღმასრულებელმა მდივანმა გურამ მაჭარაშვილმა განაცხადა.

მისი თქმით, „ნაცმოძრაობამ“ 4 ოქტომბერს კიდევ ერთხელ დაადასტურა, რომ მოძალადე ორგანიზაციაა და თავის ფილიალებთან ერთად პოლიტიკაში არ უნდა არსებობდეს.

„საგამოძიებო კომისიის დასკვნაშიც ვამბობთ, რომ 2012 წლამდეც და მის შემდგომ პერიოდშიც საკმარისზე მეტი მტკიცებულებები არსებობს, რომელიც „ნაცმოძრაობისა“ და მისი ფილიალების დანაშაულებრივ ქმედებებს ასახავს. შესაბამისად, საკონსტიტუციო სასამართლოს ამასთან დაკავშირებით ბევრი კვლევა-ძიება არ დასჭირდება. მით უმეტეს, რომ 4 ოქტომბერს „ნაცმოძრაობამ“, თავისი ფილიალებითვე, გააცოცხლა საგამოძიებო კომისიის დასკვნაში მათ წინააღმდეგ არსებული ბრალდებები – ესენი თურმე ზუსტად ის ხალხია, რასაც კომისიაზე მოსული მოწმეები ამბობდნენ, როცა მათზე ჰყვებოდნენ, თუ როგორ კლავდნენ, აწამებდნენ და არეკეტებდნენ ადამიანებს და როგორ ჩაითრიეს ომში ქვეყანა. 4 ოქტომბერს დადასტურდა ისიც, თუ როგორ ღალატობდნენ „ნაცმოძრაობა“ და მისი ფილიალები 2012 წლის შემდგომაც ქვეყანას უცხოეთში. 4 ოქტომბერი „ნაცმოძრაობის“ აღიარებითი ჩვენებაა საკონსტიტუციო სასამართლოსთვის, რაც აჩვენებს იმას, რომ არც „ნაცმოძრაობა“ და არც მასთან დაკავშირებული პოლიტიკური პარტიები არ უნდა არსებობდნენ“, – აღნიშნა გურამ მაჭარაშვილმა.

ავტორი:

ბოლო სიახლეები

ირაკლი კობახიძე: ილია ჭავჭავაძემ დაგვიტოვა ქართველთა უმთავრესი ანდერძი – „მამული, ენა,...

ჩვენი წარსული მდიდარია თვალსაჩინო საერო თუ სასულიერო მოღვაწეებით, თუმცა ილია ჭავჭავაძე იყო ერთადერთი, რომელსაც ქართველმა ხალხმა სიცოცხლეშივე, დამსახურებლად და დიდი სიყვარულით უწოდა „ერის მამა“,...