გუბერნატორმა ჩხოროწყუში მოქალაქებთან ინდივიდუალური შეხვედრები გამართა

სამეგრელო-ზემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნებულის გიორგი გუგუჩიას ახალი ინიციატივის შესაბამისად მოქალაქეების მიღება უშუალოდ მუნიციპალიტეტებში მიმდინარეობს. მოქალაქეებთან ინდივიდუალური შეხვედრები დღეს ჩხოროწყუში გაიმართა.

შეხვედრას სახელმწიფო რწმუნებულის პირველი მოადგილე ნინო ვიბლიანი და ჩხოროწყუს მერი დავით გოგუა ესწრებოდნენ.

მოქალაქეთა მიღებები ჩხოროწყუმდე გაიმართა აბაშაში, მარტვილსა და ხობში. შეხვედრები პერმანენტულად სამეგრელო-ზემო სვანეთის ყველა მუნიციპალიტეტში გაიმართება.

ავტორი:

ბოლო სიახლეები

ნანა კაკაბაძე: რაც არ უნდა „ბიძინას რეჟიმი“ დაარქვან ყველაფერს, ხელისუფლებაში მოსვლის...

საქართველოს მიმართ მტრულად განწყობილმა შიდა და გარე ოპოზიციის დაჟინებულმა და სისტემატურმა მცდელობებმა საზოგადოებრივი დისკუსიის ყოველდღიურობაში დაამკვიდრეს ტერმინი- „ბიძინა ივანიშვილის რეჟიმი“. რომ დავფიქრდეთ, ძალიან საინტერესოა,...