გრეტა წიწავა ზუგდიდში: ძლიერი ოჯახი არის ძლიერი ქვეყნის საწინდარი, რომელსაც საქართველოს ინტერესების გათვალისწინებით, ყოველთვის დავიცავთ

„XXI საუკუნეს თავისი გამოწვევები აქვს და ამ გამოწვევებზე, ჩვენც, ქართველებსაც გვიწევს ადეკვატური პასუხის გაცემა. ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია ოჯახი და მისი სიწმინდე. ჩვენ ვართ პატარა, მაგრამ ამაყი და ღირსეული ერი“, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა გრეტა წიწავამ ზუგდიდში, „საქართველოს კონსტიტუციაში ცვლილების შეტანის შესახებ“ და „ოჯახურ ღირებულებათა და არასრულწლოვანთა დაცვის შესახებ“ კონსტიტუციურ კანონპროექტებთან დაკავშირებით საყოველთაო-სახალხო განხილვისას განაცხადა.

მისი თქმით, ეს ღირსება და სიამაყე თითოეულ ოჯახში ბავშვობიდანვე ისწავლება.

„დიახ, ძლიერი ოჯახი არის ძლიერი ქვეყნის საწინდარი და ჩვენ ამას, ყოველთვის საქართველოს ინტერესების გათვალისწინებით, ყველგან დავიცავთ. ჩვენ ვალდებული ვართ დავიცვათ ჩვენი მომავლის უფლებები“, – განაცხადა გრეტა წიწავამ.

შეხვედრას პარლამენტის თავმჯდომარესტან და დეპუტატებთან ერთად სამეგრელო-ზემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნებული გიორგი გუგუჩია ესწრებოდა.

ავტორი:

ბოლო სიახლეები

ნიკა გვარამია: ახლა რაც გააკეთა ევროკავშირმა, იყო უდიდესი შეცდომა, მე ჰერჩინსკის...

ოპოზიციის ერთ-ერთი ლიდერი, ნიკა გვარამია, ევროკავშირის ელჩს, პაველ ჰერჩინსკის აკრიტიკებს და აცხადებს, რომ მის ადგილზე ევროპის დღეების აღსანიშნავ ღონისძიებაზე კი არ იცეკვებდა, არამედ, მმართველი...