გიორგი სოსიაშვილი ბრიტანეთის სანქციებზე- თითიდან გამოწოვილი მიზეზებით ხდება ჩვენი ქვეყნის რეპუტაციაზე გარკვეული დარტყმის მცდელობის განხორციელება

განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილემ, გიორგი სოსიაშვილმა დიდი ბრიტანეთის სანქციებზე ისაუბრა.

საქმე ეხება გავრცელებულ ინფორმაციას, რომ დიდმა ბრიტანეთმა სანქციები დაუწესა საქართველოს ყოფილ გენერალურ პროკურორ ოთარ ფარცხალაძეს და ბიზნესმენ ლევან ვასაძეს.

სოსიაშვილის შეფასებით, ამ გზით საქართველოს ავტორიტეტს ურტყამენ.

„თითიდან გამოწოვილი მიზეზებით ხდება ჩვენი ქვეყნის რეპუტაციაზე გარკვეული დარტყმის მცდელობის განხორციელება. ადამიანი შეიძლება ჩვენი ქვეყნის მოქალაქე საერთოდ არ არის, მაგრამ ასანქცირებენ და მერე საქართველოს ავტორიტეტს ასე ურტყამენ. ადამიანი ჩვენი ქვეყნის მოქალაქე არ არის და ბუნებრივია მისი სანქციები ჩვენ არ გვეხება და ეს ჩვენი გასარკვევი არ არის“-განაცხადა გიორგი სოსიაშვილმა.

ავტორი:

ბოლო სიახლეები

სოზარ სუბარი: ჩეხეთი ევროკავშირის წევრია, თუმცა ცდილობს ვროკავშირის წევრობის ფარგლებში დაიცვას...

საქართველოსთვის ჩეხეთის ეროვნულ ინტერესებზე დამყარებული პოლიტიკური გამოცდილების გაზიარების მნიშვნელობაზე გააკეთა კომენტარი პარლამენტის ვიცე-სპიკერმა, „ხალხის ძალის“ თავმჯდომარემ სოზარ სუბარმა. როგორც სუბარმა ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა, ჩეხეთს...