გიორგი რუხაძე გაეროში პრეზიდენტ მიხეილ ყაველაშვილის სიტყვით გამოსვლაზე- ქართული დამწერლობა ლამაზია, მაგრამ ჟღერადობას დიდად არ აქებენ

რადიკალური ოპოზიციის ერთ-ერთმა ლიდერმა გიორგი რუხაძემ საქართველოს პრეზიდენტის, მიხეილ ყაველაშვილის გაერო-ს გენერალური ასამბლეის მე-80 სესიაზე ქართულ ენაზე გამოსვლის ფაქტი გააკრიტიკა.

როგორც მან აღნიშნა, ქართულ ჟღერადობას „დიდად არ აქებენ“.

„ეს იქნება პირველი შემთხვევა, როდესაც გაეროს გენერალური ასამბლეის ოთახში გაჟღერდება ქართული ენა ნახევარი საათის განმავლობაში, მადლობა ამისთვის შეგვიძლია გადავუხადოთ. ქართული დამწერლობა ძალიან ლამაზია, მაგრამ ჟღერადობის რა გითხრათ, დიდად არ აქებენ სხვათა შორის“- აცხადებს გიორგი რუხაძე.

ავტორი:

ბოლო სიახლეები

სოზარ სუბარი: ჩეხეთი ევროკავშირის წევრია, თუმცა ცდილობს ვროკავშირის წევრობის ფარგლებში დაიცვას...

საქართველოსთვის ჩეხეთის ეროვნულ ინტერესებზე დამყარებული პოლიტიკური გამოცდილების გაზიარების მნიშვნელობაზე გააკეთა კომენტარი პარლამენტის ვიცე-სპიკერმა, „ხალხის ძალის“ თავმჯდომარემ სოზარ სუბარმა. როგორც სუბარმა ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა, ჩეხეთს...