გიორგი მდივანი: დასავლურმა ბანკებმა 2023 წელს რუსეთის ხაზინაში 800 მილიონი ევროს ოდენობის გადასახადები გადაიხადეს, რაც 4-ჯერ მეტია, ვიდრე ომამდელი მაჩვენებელი – ამ ამბავს მხოლოდ ერთი მორალი გააჩნია, “ფულს სუნი არ ასდის”

დასავლურმა ბანკებმა 2023 წელს რუსეთის ხაზინაში 800 მილიონი ევროს ოდენობის გადასახადები გადაიხადეს, რაც 4-ჯერ მეტია, ვიდრე ომამდელი მაჩვენებელი, 2021 წელს, – ამის შესახებ ჟურნალისტი, გიორგი მდივანი, სოციალურ ქსელში წერს.

იგი აქვეყნებს დიაგრამას და აღნიშნავს, რომ აქტივების მიხედვით 7 უმსხვილესი ევროპული ბანკი რუსეთში 3 მლრდ ევროზე მეტ მოგებას იტყობინებოდა 2023 წელს, რაც 2021 წელზე 3-ჯერ მეტია.

“დასავლურმა ბანკებმა 2023 წელს რუსეთის ხაზინაში 800 მილიონი ევროს ოდენობის გადასახადები გადაიხადეს, რაც 4-ჯერ მეტია, ვიდრე ომამდელი მაჩვენებელი, 2021 წელს.

აქტივების მიხედვით 7 უმსხვილესი ევროპული ბანკი რუსეთში — Raiffeisen Bank International, UniCredit, ING, Commerzbank, Deutsche Bank, Intesa Sanpaolo и OTP — 3 მლრდ ევროზე მეტ მოგებას იტყობინებოდა 2023 წელს.

ეს 3-ჯერ მეტია, ვიდრე 2021 წელს.

ამ ამბავს მხოლოდ ერთი მორალი გააჩნია – “ფულს სუნი არ ასდის”.” – წერს გიორგი მდივანი.

ავტორი:

ბოლო სიახლეები

ეკა სეფაშვილი: გვარამია და მისი რაზმი ცდილობდნენ თავი დაებრენდათ „პროდასავლური პარტიებად“...

რადიკალური ოპოზიციური პარტიების მხრიდან მსხვერპლად წარმოჩენის მცდელობაზე ისაუბრა „ხალხის ძალის“ საერთაშორისო ურთიერთობების მდივანმა, დეპუტატმა ეკა სეფაშვილმა ჟურნალისტებთან საუბრისას, როცა კომენტარი გააკეთა საკონსტიტუციო სასამართლოში „ახლების“...