გიორგი გამსახურდია პრეზიდენტის მიერ ვახტანგ გომელაურის და პოლიციის სხვა ხელმძღვანელი პირების ღირსების ორდენით დაჯილდოებაზე: წარმოდგენაც არ მინდა, რომ არა ამ ბიჭების სიმტკიცე და პროფესიონალიზმი, ქვეყანაში რა მოხდებოდა. გილოცავთ ძმებო, ღმერთი იყოს თქვენკენ!

გიორგი გამსახურდია საქართველოს პრეზიდენტის, მიხეილ ყაველაშვილის მიერ შინაგან საქმეთა მინისტრის, ვახტანგ გომელაურის და პოლიციის სხვა ხელმძღვანელი პირების ღირსების ორდენით დაჯილდოებას ეხმიანება.

როგორც გამსახურდია აღნიშნავს, განუზომლად დიდია შსს-ს, პირადად ვახო გომელაურის და ამ უმაგრესი ქართველების წვლილი, საქართველოს სახელმწიფოებრიობის და კონსტიტუციური წყობილების განმტკიცების საქმეში.

„განუზომლად დიდია შსს-ს, პირადად ვახოს და ამ უმაგრესი ქართველების წვლილი, საქართველოს სახელმწიფოებრიობის და კონსტიტუციური წყობილების განმტკიცების საქმეში. წარმოდგენაც არ მინდა, რომ არა ამ ბიჭების სიმტკიცე და პროფესიონალიზმი, ქვეყანაში რა მოხდებოდა. გილოცავთ ძმებო, ღმერთი იყოს თქვენკენ!“ – წერს გიორგი გამსახურდია.

ავტორი:

ბოლო სიახლეები

თამთა მეგრელიშვილი: საერთაშორისო არენაზე განვითარებული პროცესების ანალიზი აჩვენებს, რომ დღეს სასწორზე...

„ხალხის ძალის“ წევრი თამთა მეგრელიშვილი სოციალურ ქსელში რადიკალური ოპოზიციის მიერ დაგეგმილ საპროტესტო აქციას ეხმაურება და აღნიშნავს, რომ ეს შეკრება გარე ძალების სტრატეგიასა და მიზნებს...