გიორგი გამსახურდია “ლელოს” საარჩევნო კლიპზე- მოღალატეობრივი პოლიტიკური ძალა ბედავს და ჩვენი ქვეყნის გმირების სახელით, კვლავ სპეკულირებს. მერაბ კოსტავაზე ხელის ამწევმა, ზვიადის სახელს მაინც დაანებოს თავი

გიორგი გამსახურდია „ლელო-ძლიერი საქართველოს“ საარჩევნო კლიპს გამოეხმაურა, რომელიც პარტიის ერთ-ერთმა ლიდერმა საზოგადოებას მათთან შეხვედრის დროს წარუდგინა.

გიორგი გამსახურდია „ლელოს“ მოღალატეობრივ პოლიტიკურ ძალას უწოდებს. მისი კრიტიკა კი კლიპში საქართველოს პირველი პრეზიდენტის, ზვიად გამსახურდიას გამოჩენას მოჰყვა.

„ეს მოღალატეობრივი პოლიტიკური ძალა, ბედავს და ჩვენი ქვეყნის გმირების სახელით, კვლავ სპეკულირებს. არ მიკვირს ამათგან არაფერი, რასაც ხაზარაძე მევახშე იკადრებს, იმას ფერმის ღორიც არ იკადრებს. მაგრამ ეს ზედმეტია. ამ ნაძირალამ, მერაბ კოსტავაზე ხელის ამწევმა, ზვიადის სახელს მაინც დაანებოს თავი, სანამ დროა და მისთვის ჯეროვნად მომიცლია“-წერს გამსახურდია.

ავტორი:

ბოლო სიახლეები

სოზარ სუბარი: ჩეხეთი ევროკავშირის წევრია, თუმცა ცდილობს ვროკავშირის წევრობის ფარგლებში დაიცვას...

საქართველოსთვის ჩეხეთის ეროვნულ ინტერესებზე დამყარებული პოლიტიკური გამოცდილების გაზიარების მნიშვნელობაზე გააკეთა კომენტარი პარლამენტის ვიცე-სპიკერმა, „ხალხის ძალის“ თავმჯდომარემ სოზარ სუბარმა. როგორც სუბარმა ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა, ჩეხეთს...