გიორგი გამსახურდია ჰერჩინსკის განცხადებაზე: გავმართოთ საჯარო დისკუსია და მიიღოს ელჩმაც მონაწილეობა, თუ რა პარამეტრებით გვისწრებენ მოლდოვა და უკრაინა წინ, მაგრამ არ მგონია, ამ ყველაფერზე თანხმობა მისცენ დამკვეთებმა

გიორგი გამსახურდია, ევროკავშირის ელჩის, პაველ ჰერჩინსკის განცხადებას, რომელმაც აღნიშნა, რომ ევროკავშირის გაფართოების გზაზე, უკრაინაც და მოლდოვაც გაცილებით წინ არიან საქართველოზე, X-ზე ეხმიანება.

მისი თქმით, ელჩის განცხადება საზოგადოებისთვის თვალში ნაცრის შეყრაა და მიუხედავად იმისა, რომ ჰერჩინსკიმ კარგად იცის, სიცრუეს ტირაჟირებს, მაინც ბრიუსელის ცალკეული პოლიტიკური და ლიბერალური წრეებიდან მიღებულ დავალებას ახმოვანებს.

„ეს არის თვალში ნაცრის შეყრა, ქართულ საზოგადოებაზე და მთლიანად სამყაროზე. ძალიან კარგად იცის ბატონმა ელჩმა, რომ სიცრუეს ტირაჟირებს, მაგრამ რა დავალებაც აქვს ბრიუსელის ცალკეული პოლიტიკური, ლიბერალური წრეებიდან, იმას ახმოვანებს. გავმართოთ საჯარო დისკუსია და მიიღოს ელჩმა ჰერჩინსკიმაც მონაწილეობა, თუ რა პარამეტრებით გვისწრებენ მოლდოვა და უკრაინა წინ, მაგრამ არ მგონია ამ ყველაფერზე თანხმობა მისცენ ბატონ ელჩს დამკვეთებმა.“ – წერს გიორგი გამსახურდია X-ზე.

https://x.com/GeorgeGamsa1979/status/1988585625616879707?t=zRCkOaRvmmM9yF0cWD0F7g&s=08

ავტორი:

ბოლო სიახლეები

ირაკლი კობახიძე: ილია ჭავჭავაძემ დაგვიტოვა ქართველთა უმთავრესი ანდერძი – „მამული, ენა,...

ჩვენი წარსული მდიდარია თვალსაჩინო საერო თუ სასულიერო მოღვაწეებით, თუმცა ილია ჭავჭავაძე იყო ერთადერთი, რომელსაც ქართველმა ხალხმა სიცოცხლეშივე, დამსახურებლად და დიდი სიყვარულით უწოდა „ერის მამა“,...