გიორგი გახარია, რომელმაც მიუნხენის კონფერენციაზე მნიშვნელოვანი შეხვედრები დააანონსა, დუმს – მის სოციალურ ქსელში მიუნხენის კონფერენციიდან არაფერი გამოქვეყნებულა

გიორგი გახარია, რომელმაც მიუნხენის კონფერენციაზე მნიშვნელოვანი შეხვედრები დააანონსა და გარკვეული მოლოდინი შექმნა, ახლა საეჭვოდ დუმს. მის სოციალურ ქსელში, სადაც ამ დრომდე საკმაოდ აქტიურად დებდა ნებისმიერი შეხვედრის შესახებ ინფორმაციას, მიუნხენის კონფერენციიდან არაფერი გამოქვეყნებულა. მმართველ გუნდში აცხადებენ, რომ გახარიას რესურსი ნულის ტოლია. განცხადებები კეთდება გახარიას პარტიაშიც.

„ფოტოების გადასაღებად ღონისძიებებს [გიორგი გახარია] არასოდეს ესწრებოდა. შესაბამისად ეს ძალიან არასაინტერესო თემაა ჩვენთვის. ის იმყოფებოდა, ჰქონდა მაღალი რანგის შეხვედრები. გახარია ვალდებულია, რომ ფოტოები დადოს? თქვენ შეგითანხმოთ, როდის რა დადოს თავის სოცქსელში? როდესაც დრო დადგება, ამის შესახებ ის აუცილებლად ისაუბრებს“, – მიმართა პარტიის „გახარია საქართველოსთვის“ წევრმა ტატა ხვედელიანმა ჟურნალისტებს.

ავტორი:

ბოლო სიახლეები

საგარეო საქმეთა სამინისტრო: მიუღებელია ევროკომისიის ანგარიშის მცდელობა, სახელმწიფოს მიტაცებად წარმოაჩინოს ხალხის...

მიუღებელია ევროკომისიის ანგარიშის მცდელობა, სახელმწიფოს მიტაცებად წარმოაჩინოს ხალხის მიერ დიდი უპირატესობით არჩეული ხელისუფლების მიერ სახელმწიფოს მართვა, რაც ნებისმიერ დემოკრატიულ საზოგადოებაში, არჩეული ხელისუფლების ვალდებულებაა სახელმწიფოსა...