გიორგი ჩაკვეტაძე: თუ ეუთოს მოქმედი თავმჯდომარე მიუკერძოებელი იქნებოდა, ის დაშავებულ პოლიციელებს მოინახულებდა და ძალადობრივ აქციებს დაგმობდა – მისი გამოჩენა რუსთაველზე შეიძლება რადიკალიზმის წახალისებად იქნას აღქმული

საპარლამენტო უმრავლესობის წევრი, გიორგი ჩაკვეტაძე, ეუთოს მოქმედი თავმჯდომარის, ელინა ვალტონენის რუსთაველის გამზირზე აქციის მონაწილეებთან ვიზიტს ეხმიანება და რადიკალიზმის წახალისებად აფასებს.

ჩაკვეტაძის განცხადებით, მიუკერძოებლობის შემთხვევაში, ვალტონენი დაშავებულ პოლიციელებს მოინახულებდა და ძალადობრივ აქციებს დაგმობდა.

“თუ ეუთოს მოქმედი თავმჯდომარე ელინა ვალტონენი მიუკერძოებელი იქნებოდა, ის რევანშისტების მიერ დაშავებულ პოლიციელებს მოინახულებდა და ძალადობრივ საპროტესტო აქციებს დაგმობდა.

წინააღმდეგ შემთხვევაში, მისი გამოჩენა თბილისში, რუსთაველის გამზირზე შეიძლება რადიკალიზმის წახალისებად იქნას აღქმული.” – წერს ჩაკვეტაძე X-ზე.

https://x.com/chakvetadze1994/status/1978166592941736241?s=48&t=V_4PAvnjF8lsEiojDEHgvA

ავტორი:

ბოლო სიახლეები

ირაკლი კობახიძე: ილია ჭავჭავაძემ დაგვიტოვა ქართველთა უმთავრესი ანდერძი – „მამული, ენა,...

ჩვენი წარსული მდიდარია თვალსაჩინო საერო თუ სასულიერო მოღვაწეებით, თუმცა ილია ჭავჭავაძე იყო ერთადერთი, რომელსაც ქართველმა ხალხმა სიცოცხლეშივე, დამსახურებლად და დიდი სიყვარულით უწოდა „ერის მამა“,...