გია აბაშიძე: სახელმწიფო უნივერსიტეტებში ჩარიცხულთათვის უფასო სწავლების უმნიშვნელოვანესი პროექტი არჩევნებს კი არ უკავშირდება, არამედ განათლების სფეროს განვითარებას, ნებისმიერი სოციალური სტატუსის მქონე აბიტურიენტისთვის ცოდნის მიღების შესაძლებლობას

ანალიტიკოსი გია აბაშიძე სოციალურ ქსელში, პრემიერ – მინისტრის განცხადებას ეხმიანება, სადაც ნათქვამია, რომ “ 2026 წლის მიღებიდან სტუდენტებისთვის სახელმწიფო უნივერსიტეტში სწავლა იქნება უფასო”.

როგორც აბაშიძე აღნიშნავს, ამ ისტორიული და სოციალური სამართლიანობის ნაბიჯით, ხელისუფლება კვლავ ადასტურებს მოქალაქეებზე ზრუნვის შეუქცევად პოლიტიკას.

“სახელმწიფო უნივერსიტეტებში ჩარიცხულთათვის უფასო სწავლების უმნიშვნელოვანესი პროექტი არჩევნებს კი არ უკავშირდება, არამედ განათლების სფეროს განვითარებას, ნებისმიერი სოციალური სტატუსის მქონე აბიტურიენტისთვის ცოდნის მიღების შესაძლებლობას.

ამ ისტორიული და სოციალური სამართლიანობის ნაბიჯით, ხელისუფლება კვლავ ადასტურებს მოქალაქეებზე ზრუნვის შეუქცევად პოლიტიკას. ხოლო პოლიტიკურად ანგაჟირებულმა ცალკეულმა ლექტორებმა დროა იფიქრონ საკუთარი უნარ-ჩვევების დახვეწაზე და არა ქუჩის აქტივისტობაზე და პოლიტიკანობაზე, მათ სფეროში საინტერესო კონკურენციული პერიოდი დგება.” – წერს აბაშიძე.

ავტორი:

ბოლო სიახლეები

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი ჩეხეთის დეპუტატთა პალატის თავმჯდომარის, ტომიო ოკამურას...

შალვა პაპუაშვილი ჩეხეთის რესპუბლიკაში ოფიციალური ვიზიტით, საპარლამენტო დელეგაციასთან ერთად გაემგზავრა, - ინფორმაციას საქართველოს პარლამენტი ავრცელებს. უწყების ცნობით, ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში, პრაღაში დაგეგმილია მაღალი დონის შეხვედრები...