გია აბაშიძე: როცა “ქართულმა ოცნებამ” დაამტკიცა თავდაცვითი მექანიზმები ოჯახურ ღირებულებებზე და არასრულწლოვნებზე, აგენტოკრატია ამას კრემლის ცრუ პროპაგანდას უკავშირებდა, თუმცა რეალობა ევრობიუროკრატთა სიცრუეს გვაჩვენებს

ანალიტიკოსი გია აბაშიძე სოციალურ ქსელში, ევროკავშირის მართლმსაჯულების სასამართლოს გადაწყვეტილებას ეხმიანება სადაც ნათქვამია, რომ ევროკავშირის ქვეყნებმა უნდა აღიარონ ერთნაირი სქესის მოქალაქეებს შორის ქორწინება, რომელიც კანონიერად არის გაფორმებული სხვა წევრ სახელმწიფოში.

როგორც აბაშიძე აღნიშნავს, ამ მორიგი თვითდამაზიანებელი გადაწყვეტილებით, ევროკრატიას მოუწევს შიდა ბრძოლები ერთნაირსქესიანთა ქორწინების არმცნობ ქვეყნებთან.

„ევროკავშირის სასამართლოს გადაწყვეტილებაზე, რომ ევრობლოკმა ერთსულოვნად უნდა აღიაროს ერთნაირსქესიანთა ქორწინება: როცა “ქართულმა ოცნებამ” დაამტკიცა თავდაცვითი მექანიზმები ოჯახურ ღირებულებებზე და არასრულწლოვნებზე, აგენტოკრატია ამას კრემლის ცრუ პროპაგანდას უკავშირებდა, თუმცა რეალობა ევრობიუროკრატთა სიცრუეს გვაჩვენებს.

ამ მორიგი თვითდამაზიანებელი გადაწყვეტილებით, ევროკრატიას მოუწევს შიდა ბრძოლები ერთნაირსქესიანთა ქორწინების არმცნობ ისეთ ქვეყნებთან, როგორებიც არიან, მაგალითად: ბულგარეთი, პოლონეთი, რუმინეთი, უნგრეთი, სლოვაკეთი, ლიეტუვა. გამოჩნდებიან სხვა მოწინააღმდეგეებიც, რომლებსაც ძალიან მობეზრდათ ფონ დერ ‘ფაიზერის’ კაბინეტში გენერირებული სავალდებულო სიბრიყვეები.
ძლიერდება დეგრადაცია ბრიუსელის არარჩეულ მაღალჩინოსნებში ევროპაზე და კავშირში წევრობის მსურველებზე ისეთი სიმახინჯეების თავზე მოხვევით, რომლებიც არ მიესადაგება კონსერვატიულად განწყობილ საზოგადოებებს. და ისინი უმცირესობას ნამდვილად არ წარმოადგენენ.“ – წერს აბაშიძე.

ავტორი:

ბოლო სიახლეები

ირაკლი კობახიძე: ილია ჭავჭავაძემ დაგვიტოვა ქართველთა უმთავრესი ანდერძი – „მამული, ენა,...

ჩვენი წარსული მდიდარია თვალსაჩინო საერო თუ სასულიერო მოღვაწეებით, თუმცა ილია ჭავჭავაძე იყო ერთადერთი, რომელსაც ქართველმა ხალხმა სიცოცხლეშივე, დამსახურებლად და დიდი სიყვარულით უწოდა „ერის მამა“,...