გია აბაშიძე-რეპუტაციაშელახული სალომე ზურაბიშვილი თავს დაესხა ჩვენს სახელოვან ოფიცრებს და ამას აკეთებს აგენტოკრატიის მონობით

ანალიტიკოსი გია აბაშიძე „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებას გამოეხმაურა, რომლის თქმითაც, „ლაზარე გრიგორიადისის შეწყალებით, სალომე ზურაბიშვილმა „მოლოტოვის კოქტეილი“ ესროლა პოლიციელს“.

ანალიტიკოსის თქმით, ალბათ, უღირს ამგვარი ტოტალურად უმსგავსო ქმედებები, რადგან სინდის-ნამუსი დიდი ხანია დაკარგა უსაქციელო ე.წ. პრეზიდენტმა.

„ირაკლი ღარიბაშვილის ერთ-ერთი უზუსტესი შეფასება – რეპუტაციაშელახული სალომე ზურაბიშვილი თავს დაესხა ჩვენს სახელოვან ოფიცრებს! და ამას აკეთებს აგენტოკრატიის მონობით. მერამდენედ ვიტყვი – ალბათ, უღირს ამგვარი ტოტალურად უმსგავსო ქმედებები, რადგან სინდის-ნამუსი დიდი ხანია დაკარგა უსაქციელო ე.წ. პრეზიდენტმა.

ქართული საზოგადოება სამაგალითოდ მომთმენია, თორემ აქამდე სავარძლიანად გამოათრევდნენ ორბელიანების სასახლიდან ისე, რომ ვერანაირი დაცვა უშველიდა.“- წერს გია აბაშიძე სოციალურ ქსელში.

ავტორი:

ბოლო სიახლეები

ეკა სეფაშვილი: გვარამია და მისი რაზმი ცდილობდნენ თავი დაებრენდათ „პროდასავლური პარტიებად“...

რადიკალური ოპოზიციური პარტიების მხრიდან მსხვერპლად წარმოჩენის მცდელობაზე ისაუბრა „ხალხის ძალის“ საერთაშორისო ურთიერთობების მდივანმა, დეპუტატმა ეკა სეფაშვილმა ჟურნალისტებთან საუბრისას, როცა კომენტარი გააკეთა საკონსტიტუციო სასამართლოში „ახლების“...