გია აბაშიძე – Politico-ს მიერ მოპოვებული დოკუმენტები მიუთითებს, რომ ე.წ. სანქცირებული რუსული სამხედრო მრეწველობის კომპანიებმა შეიძინეს ასობით ათასი ტყვია-წამალი ამერიკული კომპანისგან, ამით ამაყობენ ჯალათი “ვაგნერის” სნაიპერები

ანალიტიკოსი გია აბაშიძე სოციალურ ქსელში გამოცემა Politico-ს სტატიას ეხმაურება, სადაც საუბარია დოკუმენტებზე, რომლითაც დასტურდება, რომ სანქცირებული რუსული სამხედრო მრეწველობის კომპანიები ამერიკული კომპანიისგან ტყვია-წამალს ყიდულობენ.

აბაშიძის თქმით, აღნიშნულ ფაქტში ყველაზე ცინიკური ის გარემოებაა, რომ აშშ-ისგან საბრძოლო მასალის შესყიდვით „ვაგნერის“ სნაიპერები ამაყობენ.

„აღმოჩენილია მორიგი “შავი კრატერი” ომითა და უკრაინელთა სისხლით გამდიდრებულ ზნედაცემულ ფარისეველთა ველზე.

საერთაშორისო გამოცემა Politico-ს მიერ მოპოვებული დოკუმენტები მიუთითებს იმაზე, რომ ე.წ. სანქცირებული რუსული სამხედრო მრეწველობის კომპანიებმა “Промтехнология”-მ, “ORSIS T-5000”-მა და “ТЕТИС ПРО”-მ შეიძინეს ასობით ათასი ტყვია-წამალი ამერიკული კომპანია Hornady-სგან. მიწოდებები გრძელდება სანქციების დარღვევისთვის აშშ-ში არსებული სასჯელის მიუხედავად ($1 მილიონი ჯარიმა და 20-წლიანი ციხე).

რაც ყველაზე ცინიკურია, ამით რუსულ მედიაში, სოცქსელებში ამაყობენ ჯალათი “ვაგნერის” სნაიპერები.“ – წერს გია აბაშიძე Facebook-ზე.

ავტორი:

ბოლო სიახლეები

თამთა მეგრელიშვილი: საერთაშორისო არენაზე განვითარებული პროცესების ანალიზი აჩვენებს, რომ დღეს სასწორზე...

„ხალხის ძალის“ წევრი თამთა მეგრელიშვილი სოციალურ ქსელში რადიკალური ოპოზიციის მიერ დაგეგმილ საპროტესტო აქციას ეხმაურება და აღნიშნავს, რომ ეს შეკრება გარე ძალების სტრატეგიასა და მიზნებს...