გია აბაშიძე მზია ამაღლობელისთვის სახაროვის პრემიის გადაცემაზე: იგივე წარმატებით შეუძლიათ ეს უკვე შერყვნილი პრემია გადასცენ ულტრამემარცხენე ევროპელ ექსტრემისტებს, ქუჩებში მაროდიორებს და სხვა ანტისახელმწიფოებრივ კრიმინალურ მარგინალებს

სახაროვის პრემია ევროპარლამენტის მიერ გადაეცემა მათ, რომლებიც იღწვიან ადამიანის უფლებებისა და აზრის თავისუფლების დაცვისთვის, მზია ამაღლობელისთვის ამ პრემიის მინიჭებით ევროკრატიამ პოლიციელზე თავდასხმა “მართებულად” აღიარა, – წერს ანალიტიკოსი, გია აბაშიძე, სოციალურ ქსელში.

მისი თქმით, იმავე წარმატებით შეუძლიათ ეს უკვე “შერყვნილი პრემია” გადასცენ ულტრამემარცხენე ევროპელ ექსტრემისტებს სხვა ანტისახელმწიფოებრივ კრიმინალურ მარგინალებს.

„ სახაროვის პრემია ევროპარლამენტის მიერ გადაეცემა მათ, რომლებიც იღწვიან ადამიანის უფლებებისა და აზრის თავისუფლების დაცვისთვის, მზია ამაღლობელისთვის ამ პრემიის მინიჭებით ევროკრატიამ პოლიციელზე თავდასხმა “მართებულად” აღიარა. იგივე წარმატებით შეუძლიათ ეს აწ უკვე შერყვნილი პრემია გადასცენ ულტრამემარცხენე ევროპელ ექსტრემისტებს, ქუჩებში მაროდიორებს და სხვა ანტისახელმწიფოებრივ კრიმინალურ მარგინალებს.

ქართულ საზოგადოებასთან ბრძოლა თუკი მიაჩნიათ იმაშიც, რომ პრიზები გადასცენ ნაცპარაზიტებს, კოლექტიურ მზია ამაღლობლებს, ნიკა გვარამიებსა და ნინო ლომჯარიებს, იოლი წარმოსადგენია რა წუმპეშია ევრობიუროკრატების პოლიტიკური ალღო.“ – წერს აბაშიძე.

ავტორი:

ბოლო სიახლეები

ირაკლი კობახიძე: ილია ჭავჭავაძემ დაგვიტოვა ქართველთა უმთავრესი ანდერძი – „მამული, ენა,...

ჩვენი წარსული მდიდარია თვალსაჩინო საერო თუ სასულიერო მოღვაწეებით, თუმცა ილია ჭავჭავაძე იყო ერთადერთი, რომელსაც ქართველმა ხალხმა სიცოცხლეშივე, დამსახურებლად და დიდი სიყვარულით უწოდა „ერის მამა“,...