გია აბაშიძე: ლევან ხაბეიშვილმა, რომელიც მშობლიურ ენაზე ტექსტებს თითის გაყოლებით კითხულობს, ამით ნოვრუზ ბაირამი კი არ მიულოცა, არამედ უფრო შეურაცხყოფა მიაყენა აზერბაიჯანელებს

ანალიტიკოსი გია აბაშიძე „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარის, ლევან ხაბეიშვილის აზერბაიჯანელ თანამოქალაქეებისთვის ნოვრუზ ბაირამის დღესასწაულის მილოცვას ეხმიანება და აღნიშნავს, რომ „ქართულადაც ენაბლუ არარაობამ, რომელიც მშობლიურ ენაზე ტექსტებს თითის გაყოლებით კითხულობს, ამით ნოვრუზ ბაირამი კი არ მიულოცა, არამედ უფრო შეურაცხყოფა მიაყენა მიაყენა აზერბაიჯანელებს“.

როგორც ანალიტიკოსი წერს, იმედია, ჩვენმა აზერბაიჯანელმა თანამოქალაქეებმა იციან, რომ სააკაშვილის პარტიის პირობითი თავმჯდომარე ლევან ხაბეიშვილი ცნობილი მასხარაა.

„იმედია, ჩვენმა აზერბაიჯანელმა თანამოქალაქეებმა იციან, რომ სააკაშვილის პარტიის პირობითი თავმჯდომარე ლევან ხაბეიშვილი ცნობილი მასხარაა. ამ ქართულადაც ენაბლუ არარაობამ, რომელიც მშობლიურ ენაზე ტექსტებს თითის გაყოლებით კითხულობს, ამით ნოვრუზ ბაირამი კი არ მიულოცა, არამედ უფრო შეურაცხყოფა მიაყენა მიაყენა აზერბაიჯანელებს.
მეტიც, ვიდეომილოცვებს პოლიტიკოსები აკეთებენ კაბინეტებიდან და არა რომელიღაც ეზოში დაპარკინგებული მანქანის სალონიდან. თუმცა, ხაბეიშვილზე პოლიტიკოსის თქმა ისეთივე უდიდესი „მკრეხელობაა“, როგორც „ნაცების“ კონსტრუქციულ, პროდასავლურ ოპოზიციად მოხსენიება“, – წერს გია აბაშიძე facebook-ზე.

ავტორი:

ბოლო სიახლეები

გურამ მაჭარაშვილი: ის, რაც ევრობიუროკრატიის მხრიდან საქართველოს მიმართ ხდება, ორმაგი სტანდარტიც...

„მაკრონი, საფრანგეთში განვითარებული მოვლენების შემდეგ ამბობენ, რომ თურმე, საფრანგეთში ძალადობა მიუღებელია; მერცი ამბობს, რომ გერმანიაში ძალადობა მიუღებელია. უკაცრავად, საქართველოში რატომ არის მისაღები ძალადობა?!“ -...