გია აბაშიძე -“ლელოს” მორიგი ტყუილი – თურმე სტრასბურგის სასამართლომ “უპრეცედენტოდ მოკლე ვადებში დაიწყო” ბანკირი თაღლითების “საქმის განხილვა, საინტერესოა, თავად “ლელოს” ადეპტები თუ იჯერებენ მათი ბოსების ნონ-სტოპ სისულელეებს?

„როგორც არ გასწორდება კუდი ძაღლისა, არცა კირჩხიბი იწყებს მართლად სვლას, ისე არ მოეშვებიან მამუკა ხაზარაძე და ბადრი ჯაფარიძე ყალთაბანდობას“- წერს ანალიტიკოსი გია აბაშიძე “ლელოს” ლიდერების იმ განცხადებების შესახებ, რომელთა მტკიცებით, ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ ჯაფარიძე-ხაზარაძე-წერეთლის საქმის განხილვა უპრეცედენტოდ მოკლე დროში დაიწყო.

ანალიტიკოსი, ამ საქმესთან დაკავშირებით, საქართველოს იუსტიციის მინისტრის მოადგილის, ბექა ძამაშვილის განცხადებას ეხმიანება, რომელმაც აღნიშნა, რომ „სიმართლეს არ შეესაბამება საუბარი, რომ სტრასბურგის სასამართლოს მიერ დაჩქარებული წესით ან პრიორიტეტის ფარგლებში ხდება ჯაფარიძე-ხაზარაძე-წერეთლის საქმის განხილვა“.

მისივე თქმით, ტყუილების ტოტალურ ჭაობში რომ ცხოვრობენ ხაზარაძე და ჯაფარიძე, იმიტომაც არიან მუდმივი ლუზერები პოლიტიკურ ლანდშაფტში.

„როგორც არ გასწორდება კუდი ძაღლისა, არცა კირჩხიბი იწყებს მართლად სვლას, ისე არ მოეშვებიან მამუკა ხაზარაძე და ბადრი ჯაფარიძე ყალთაბანდობას. “ლელოს” მორიგი ტყუილი – თურმე სტრასბურგის სასამართლომ “უპრეცედენტოდ მოკლე ვადებში დაიწყო” ბანკირი თაღლითების “საქმის განხილვა და ამ საქმეს მიენიჭა პრიორიტეტი”.
საქართველოს იუსტიციის მინისტრის მოადგილის, ბექა ძამაშვილის განმარტებით, საუბარი, რომ დაჩქარებული წესით ან პრიორიტეტის ფარგლებში ხდება ამ საქმის განხილვა, სიმართლეს არ შეესაბამება. ძამაშვილის ინფორმაციით, ევროპული სასამართლო როდესაც მთავრობას უსვამს კითხვებს, ეს ნიშნავს, რომ მან, უბრალოდ, საჩივარი დაარეგისტრირა და მთავრობიდან, ასევე, მომჩივანისგან მიღებული დამატებითი პოზიციების შემდეგ გადაწყვეტს, საერთოდ დასაშვებია თუ არა საჩივარი.
საინტერესოა, თავად “ლელოს” ადეპტები თუ იჯერებენ მათი ბოსების ნონ-სტოპ სისულელეებს?..
ტყუილების ტოტალურ ჭაობში რომ ცხოვრობენ ხაზარაძე და ჯაფარიძე, იმიტომაც არიან მუდმივი ლუზერები პოლიტიკურ ლანდშაფტში“, – წერს გია აბაშიძე სოციალურ ქსელში.

ავტორი:

ბოლო სიახლეები

ნიკოლოზ მეტრეველი: ჩინეთის ვიცე-პრეზიდენტის ვიზიტზე ოპოზიციისა და მასთან დაახლოებული მედიის დიდი...

ჩინეთის ვიცე-პრეზიდენტის ვიზიტზე ოპოზიციისა და მასთან დაახლოებული მედიის დიდი ნაწილის დუმილი განსაკუთრებით თვალშისაცემია. მათ შემყურე კაცს ეგონება, თვითმფრინავმა თბილისს თავზე გადაუფრინა და გზა გააგრძელა...