გია აბაშიძე: ევროფლიდები საქართველოს ე.წ. უკუსვლაზე პროპაგანდისას, ცრუ აღქმებით ხელმძღვანელობენ და არა თუნდაც EBRD-ს მონაცემებით, რომლითაც ჩვენი ეკონომიკური ზრდის პროგნოზიც მოწინავეა

ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკმა (EBRD) საქართველოს 2025 წლის ეკონომიკური ზრდის პროგნოზი 7%-მდე გაზარდა – წერს ანალიტიკოსი გია აბაშიძე სოციალურ ქსელში.

მისივე თქმით, ბრიუსელის მიერაც დაკვეთილი სახელმწიფოებრივი მდგომარეობის აღმწერელი პარამეტრები არ დარჩა, სადაც საქართველოს საგრძნობი პროგრესი არ აქვს, თუმცა ე.წ. ურჩზე ამის აღიარება დროებით ევროჩინოსნებს უჭირთ.

„ევროფლიდები საქართველოს ე.წ. უკუსვლაზე პროპაგანდისას, ცრუ აღქმებით ხელმძღვანელობენ და არა თუნდაც EBRD-ს მონაცემებით, რომლითაც ჩვენი ეკონომიკური ზრდის პროგნოზიც მოწინავეა.

ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკმა (EBRD) საქართველოს 2025 წლის ეკონომიკური ზრდის პროგნოზი 7%-მდე გაზარდა.

ბრიუსელის მიერაც დაკვეთილი სახელმწიფოებრივი მდგომარეობის აღმწერელი პარამეტრები არ დარჩა, სადაც საქართველოს საგრძნობი პროგრესი არ აქვს, თუმცა ე.წ. ურჩზე ამის აღიარება დროებით ევროჩინოსნებს უჭირთ.

EBRD-ის ეკონომიკური ზრდის პროგნოზი ევროკავშირის სხვა კანდიდატ ქვეყნებთან შედარებით:
საქართველო – ზრდის პროგნოზი 2025 წელს 7%
უკრაინა – ზრდის პროგნოზი 2025 წელს 2.5%
მოლდოვა – ზრდის პროგნოზი 2025 წელს 1.5%“ – წერს აბაშიძე.

ავტორი:

ბოლო სიახლეები

სოზარ სუბარი: ჩეხეთი ევროკავშირის წევრია, თუმცა ცდილობს ვროკავშირის წევრობის ფარგლებში დაიცვას...

საქართველოსთვის ჩეხეთის ეროვნულ ინტერესებზე დამყარებული პოლიტიკური გამოცდილების გაზიარების მნიშვნელობაზე გააკეთა კომენტარი პარლამენტის ვიცე-სპიკერმა, „ხალხის ძალის“ თავმჯდომარემ სოზარ სუბარმა. როგორც სუბარმა ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა, ჩეხეთს...