გერმანიიდან დაბრუნებული ელჩი ფიშერი კვლავ აქციაზე მივიდა და რადიკალურ დაჯგუფებას მხარდაჭერა კიდევ ერთხელ გამოუცხადა

ელჩის მოულოდნელი სოლიდარობა! – ასე ეხმიანება რადიკალური ოპოზიციის მხარდამჭერი, მხატვარი, მამუკა ცუცქირიძე, გუშინდელ აქციაზე გერმანიიდან დაბრუნებული ელჩის, პეტერ ფიშერის, მისვლას და რადიკალური დაჯგუფებისთვის მხარდაჭერის კიდევ ერთხელ გამოცხადებას.

ცუცქირიძე გერმანელი ელჩის გამოჩენას აფასებს, როგორც მომენტს, რომელიც არასდროს დაავიწყდებათ.

„ის იყო, აქციიდან წამოსვლას ვაპირებდი, თან დღეს განსაკუთრებით ვარბენინეთ პოლიცია ხმაურიანი შეძახილებით სოლოლაკის ქუჩებში, რომ ბოლოს ჩვენთან მოულოდნელად მოვიდა გერმანიის ელჩი – ბატონი პიტერ ფიშერი და ამით კიდევ ერთხელ გამოგვიცხადა სოლიდარობა!

რა თქმა უნდა, უდიდესი მადლობა გადავუხადე საქართველოს მეგობრობისთვის, გვერდში დგომისთვის.

მომენტი, რომელიც არასდროს გვავიწყდება!“- წერს მამუკა ცუცქირიძე.

https://www.facebook.com/share/p/1GxVeVEagQ/?mibextid=wwXIfr

ავტორი:

ბოლო სიახლეები

ირაკლი კობახიძე: ილია ჭავჭავაძემ დაგვიტოვა ქართველთა უმთავრესი ანდერძი – „მამული, ენა,...

ჩვენი წარსული მდიდარია თვალსაჩინო საერო თუ სასულიერო მოღვაწეებით, თუმცა ილია ჭავჭავაძე იყო ერთადერთი, რომელსაც ქართველმა ხალხმა სიცოცხლეშივე, დამსახურებლად და დიდი სიყვარულით უწოდა „ერის მამა“,...