გერმანელი ევროპარლამენტარი ტომაშ ფროლიხი- ევროკავშირის ელიტებისთვის გამაღიზიანებელია ის ფაქტი, რომ ქართველებს უცხოური ჩარევის ნაცვლად სუვერენიტეტი, ხოლო ომის ნაცვლად მშვიდობა სურთ

„გასულ წელს საქართველომ შთამბეჭდავი 9.5%-იანი ეკონომიკური ზრდა აჩვენა, ხოლო მიმდინარე წლისთვის 6.5%-იანი ზრდაა პროგნოზირებული.“- წერს გერმანელი ევროპარლამენტარი ტომაშ ფროლიხი X-ზე და საქართველოში განვითარებულ მოვლენებს ეხმიანება.

„სინამდვილეში ეს მაჩვენებელი არ არის ხელსაყრელი დესტრუქციული ქმედებების დასაწყებად და მხარდაჭერისთვის. რომ შევადაროთ, ევროკავშირის ეკონომიკურმა ზრდამ 2024 წელს მხოლოდ 0.9%-ი შეადგინა, ხოლო 2025 წელს — 1.5%.

მიუხედავად ამისა, ბრიუსელი მონაწილეობს თბილისში ხელისუფლების შეცვლის მცდელობებში.

ევროკავშირის ელიტებისთვის გამაღიზიანებელია ის ფაქტი, რომ ქართველებს ურჩევნიათ ქრისტიანული ღირებულებები და არა ე.წ. “ვოუქიზმი”. რომ მათ უცხოური ჩარევის ნაცვლად სუვერენიტეტი, ხოლო ომის ნაცვლად მშვიდობა სურთ.

თებერვალში, ჩემს გამოსვლაში მოვითხოვე: არანაირი ამპარტავანი ლექციები, არა ესკალაციას და ჩარევას! საქართველო არ უნდა იქცეს მეორე უკრაინად!“- წერს ფროლიხი.

ავტორი:

ბოლო სიახლეები

ირაკლი კობახიძე: ილია ჭავჭავაძემ დაგვიტოვა ქართველთა უმთავრესი ანდერძი – „მამული, ენა,...

ჩვენი წარსული მდიდარია თვალსაჩინო საერო თუ სასულიერო მოღვაწეებით, თუმცა ილია ჭავჭავაძე იყო ერთადერთი, რომელსაც ქართველმა ხალხმა სიცოცხლეშივე, დამსახურებლად და დიდი სიყვარულით უწოდა „ერის მამა“,...