გენერალურ პროკურატურაში კორუფციული სკანდალის ფონზე უკრაინის გენერალურმა პროკურორმა გადადგომის შესახებ განცხადება დაწერა

უკრაინის გენერალურმა პროკურორმა, რუსლან კრავჩენკომ გადადგომის შესახებ განცხადება წარადგინა.

საკადრო ცვლილებას წინ უძღოდა უკრაინის ეროვნული ანტიკორუფციული ბიუროს მასშტაბური სპეცოპერაცია გენერალურ პროკურატურაში. საგამოძიებო მოქმედებები უკავშირდება უწყების ერთ-ერთი სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელის ჩართულობას ორგანიზებულ დანაშაულებრივ სქემაში.

სამართალდამცველების ცნობით, აღნიშნული დაჯგუფება არალეგალურ ქოლ-ცენტრებს მფარველობდა და უკანონო შემოსავლებს ათეთრებდა, რისთვისაც თანხებს უძრავ ქონებასა და ძვირფასეულობაში აბანდებდა.

Telegram-არხზე გავრცელებულ მიმართვაში რუსლან კრავჩენკომ აღნიშნა, რომ ეს მისი გააზრებული პოლიტიკური გადაწყვეტილებაა. მაღალჩინოსნის განცხადებით, მისთვის მიუღებელია, „გენერალური პროკურორის პოსტი პოლიტიკური ბრძოლის იარაღად იქცეს“.

ავტორი:

ბოლო სიახლეები

სუსი: 2024 წლის 16 სექტემბერს გორის მუნიციპალიტეტის სოფელ მეჯვრისხევის მიმდებარედ უკანონოდ...

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ინფორმაციით, 2024 წლის 16 სექტემბერს გორის მუნიციპალიტეტის სოფელ მეჯვრისხევის მიმდებარედ უკანონოდ დაკავებული საქართველოს ორი მოქალაქე თავისუფალია და ცენტრალური ხელისუფლების მიერ კონტროლირებად...