ევროპარლამენტის რეზოლუცია ბიძინა ივანიშვილის წინააღმდეგ სანქციების დაწესებისკენ მოუწოდებს

ევროპარლამენტის რეზოლუცია ბიძინა ივანიშვილის წინააღმდეგ სანქციების დაწესებისკენ მოუწოდებს.

ევროპარლამენტის რეზოლუცია ხაზს უსვამს ოლიგარქ ბიძინა ივანიშვილის ფუნდამენტურ როლს მიხეილ სააკაშვილის დაკავებაში, როგორც მისი პირადი ვენდეტის ნაწილს.

„[რეზოლუცია] კიდევ ერთხელ მოუწოდებს საბჭოს და დემოკრატიულ პარტნიორებს, განიხილონ ივანიშვილისთვის პირადი სანქციების დაწესება საქართველოში პოლიტიკური პროცესის გაუარესებაში მისი როლის გამო“, – აღნიშნულია რეზოლუციაში.

ევროპარლამენტმა საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ რეზოლუცია მიიღო. რეზოლუციას მხარი 577-მა პარლამენტარმა დაუჭირა, 33 წინააღმდეგი წავიდა, 26-მა კი – თავი შეიკავა.

ავტორი:

ბოლო სიახლეები

პრემიერი: Cipriani-ის შემოსვლა ქვეყანაში კიდევ ერთხელ ადასტურებს, რომ საქართველო არის საიმედო...

ასეთი მასშტაბის ბრენდის შემოსვლა ქვეყანაში, სტუმარმასპინძლობისა და პრემიუმ კლასის უძრავი ქონების განვითარების ახალ თამასას აწესებს, ამავდროულად, ეს ინვესტიცია კიდევ ერთხელ ადასტურებს, რომ საქართველო არის...