ესპანეთმა ისრაელი ლიბანის დაბომბვის გამო საერთაშორისო სამართლის დარღვევაში დაადანაშაულა

ესპანეთის მთავრობამ ისრაელის მიერ ლიბანში ხიდებისა და საცხოვრებელი სახლების დაბომბვა დაგმო. ინფორმაციას Sky News-ი ავრცელებს.

როგორც გამოცემა იუწყება, ისრაელის თავდაცვის მინისტრმა, ისრაელ კაცმა განაცხადა, რომ ლიბანში სამხედრო სამიზნეების სია გაფართოვდა და ის მდინარე ლიტანიზე მდებარე ყველა ხიდს მოიცავს.

ამის გამო ესპანეთის მთავრობამ ისრაელის დარტყმები დაგმო და მათ „საერთაშორისო ჰუმანიტარული სამართლის უხეში და მიზანმიმართული დარღვევა უწოდა“.

„სამოქალაქო ინფრასტრუქტურა, საცხოვრებელი სახლებისა და სამედიცინო დაწესებულებების ჩათვლით, საერთაშორისო სამართლის თანახმად, ვერასდროს ჩაითვლება სამხედრო სამიზინეებად. ასეთი მოქმედებები არღვევს საერთაშორისო ჰუმანიტარული სამართლის ძირითად პრინციპებს“, – აღნიშნულია ესპანეთის მთავრობის განცხადებაში.

ავტორი:

ბოლო სიახლეები

მერცი: ჩვენს ქუჩებში ძალადობის ადგილი არ არის და ჩემი მთავრობა ამ...

გერმანიის კანცლერმა, ფრიდრიხ მერცმა შაბათ-კვირას გერმანიის რამდენიმე ქალაქში მომხდარი არეულობებისა და ძალადობის ორგანიზატორების წინააღმდეგ მკაცრი ზომების გატარება მოითხოვა. „ჩვენს ქუჩებში ძალადობის ადგილი არ არის და...