ელენე ხოშტარია: არცერთ ეტაპზე არ დაგვიმალავს, რომ არსებობს მოძრაობა „დროა“ და არსებობს პარტია „დროა“ – ეს არის სამართლებრივად გამართული მექანიზმი

ეს არის სამართლებრივად გამართული მექანიზმი, არცერთ ეტაპზე არ დაგვიმალავს, რომ მოძრაობა „დროა“ არსებობს და არსებობს პარტია „დროა“, – ამის შესახებ „დროას“ ლიდერმა, ელენე ხოშტარიამ ჟურნალისტებს განუცხადა.

„ეს არის პლატფორმა, რომელშიც არის აქტივიზმის მიმართულება, კვლევის მიმართულებაც და რომელშიც არის პოლიტიკური პარტიის მიმართულებაც. ძირითადად მოძრაობა „დროა“ დაკავებულია აქტივიზმით, რომელიც შეიძლება იყოს ქალთა უფლებები“, – განაცხადა ხოშტარიამ.

მმართველი გუნდის განცხადებით, კონკრეტული ოპოზიციური პარტიები მათივე არასამთავრობო ორგანიზაციებს დამატებითი ფინანსების მისაღებად და ქვეყანაში პროცესების რადიკალიზიისთვის იყენებენ.

ავტორი:

ბოლო სიახლეები

გურამ მაჭარაშვილი: ის, რაც ევრობიუროკრატიის მხრიდან საქართველოს მიმართ ხდება, ორმაგი სტანდარტიც...

„მაკრონი, საფრანგეთში განვითარებული მოვლენების შემდეგ ამბობენ, რომ თურმე, საფრანგეთში ძალადობა მიუღებელია; მერცი ამბობს, რომ გერმანიაში ძალადობა მიუღებელია. უკაცრავად, საქართველოში რატომ არის მისაღები ძალადობა?!“ -...