ელდინო საღარაძე- საქართველო კი არა, თვითონ ევროპა გავიდა ევროპული მსოფლმხედველობიდან

„საქართველო კი არა, თვითონ ევროპა გავიდა ევროპული მსოფლმხედველობიდან“- ამის შესახებ მსახიობმა, პედაგოგმა ელდინო საღარაძემ გადაცემაში „ვახო ხუზმიაშვილის თავისუფალი სივრცე“ განაცხადა.

მსახიობმა გარედან ზეწოლაზე და სახელმწიფო გადატრიალების მცდელობაზეც ისაუბრა და აღნიშნა, რომ „ბრმა უნდა იყო, რომ ეს ვერ დაინახო“.

„ჩვენ გვახსოვს მძიმე 90-იანი წლები, როცა საქართველო დახანძრული და გაუბედურებული დარჩა. იმ გამოცდილებით ქართველ კაცს აღარ უნდა ასეთი ნახოს თავისი სამშობლო. ბრმა უნდა იყო, რომ ვერ დაინახო, გარედან როგორ ხდებოდა სამოქალაქო დაპირისპირების წახალისება ყველამ არაჩვეულებრივად ვიცით, რაც უნდათ საქართველოსგან- არ უნდათ იმ ცნობიერების დაბადება, რაზეც ქართველები ვოცნებობთ. არც სუვერენიტეტს გვპატიობენ და ჩვენ არ გვპატიობენ იმ მარადიული ღირებულებების ერთგულებას, რაზეც კავკასიურ-იბერიული ცნობიერება აღმოცენდა და მერე გავრცელდა.

საქართველო გავიდა ევროპიდან კი არა, მგონი თვითონ ევროპა გავიდა ევროპული მსოფლმხედველობიდან. ევროპა უნდა დაბრუნდეს იმიტომ, რომ ევროპული მსოფლმხედველობა იბერიულ-კავკასიურმა ცნობიერებამ დაბადა და ევროპაა გასული, ჩვენ არსად წავსულვართ, ჩვენ დავრჩით ევროპული მსოფლმხედველობის ერთგულები. დაბრუნდეს ევროპა და ჩვენ იქ აუცილებლად დავხვდებით.“- განაცხადა ელდინო საღარაძემ.

ავტორი:

ბოლო სიახლეები

ირაკლი კობახიძე: ილია ჭავჭავაძემ დაგვიტოვა ქართველთა უმთავრესი ანდერძი – „მამული, ენა,...

ჩვენი წარსული მდიდარია თვალსაჩინო საერო თუ სასულიერო მოღვაწეებით, თუმცა ილია ჭავჭავაძე იყო ერთადერთი, რომელსაც ქართველმა ხალხმა სიცოცხლეშივე, დამსახურებლად და დიდი სიყვარულით უწოდა „ერის მამა“,...