ეკა სეფაშვილი რადიკალებზე: ხელოვნურად სურთ საქართველოში ისეთი ვითარების შექმნა, რომ გარე დამკვირვებლისთვის ქვეყანაში ქაოსი იყოს

„ხელოვნურად სურთ საქართველოში ისეთი ვითარების შექმნა, რომ გარე დამკვირვებლისთვის ქვეყანაში ქაოსი იყოს“, – ამის შესახებ მედიასთან „ხალხის ძალის“ საერთაშორისო ურთიერთობების მდივანმა ეკა სეფაშვილმა განაცხადა რადიკალებზე კომენტირებისას, რომლებიც საავტომობილო გზის სავალი ნაწილის ხელოვნურად გადაკეტვას ცდილობენ.

ეკა სეფაშვილის თქმით, რადიკალები ამით უცხოელ უპასუხისმგებლო პოლიტიკოსებს აძლევენ საბაბს, რომ საქართველოზე უარყოფითი განცხადებების გაკეთება გააგრძელონ.

„[რადიკალები ამით ცდილობენ] ჰქონდეთ საბაბი, რომ ისაუბრონ ვითომდა პოლიტიკურ პატიმრებზე, რომლებიც, სინამდვილეში, არღვევენ საქართველოს ეროვნულ კანონმდებლობას (რომელიც, ასევე, ემთხვევა დასავლურ ქვეყნებში არსებულ კანონმდებლობას), რათა შემდგომში იმ უპასუხისმგებლო დასავლელ პოლიტიკოსებს, რომლებიც ნეგატიურ განცხადებებს აკეთებენ საქართველოს შესახებ, ამ უარყოფითი განცხადებების გაგრძელების საბაბი ჰქონდეთ“, – აღნიშნა ეკა სეფაშვილმა.

ავტორი:

ბოლო სიახლეები

ირაკლი კობახიძე: ილია ჭავჭავაძემ დაგვიტოვა ქართველთა უმთავრესი ანდერძი – „მამული, ენა,...

ჩვენი წარსული მდიდარია თვალსაჩინო საერო თუ სასულიერო მოღვაწეებით, თუმცა ილია ჭავჭავაძე იყო ერთადერთი, რომელსაც ქართველმა ხალხმა სიცოცხლეშივე, დამსახურებლად და დიდი სიყვარულით უწოდა „ერის მამა“,...