ეკა სეფაშვილი: რადიკალებს ურჩევნიათ იყვნენ პატიმრობაში და ამ ფორმით აიცილონ პასუხისმგებლობა, რადგან შარშანდელი ძალადობრივი აქციებისგან განსხვავებით, ხალხი ასე მარტივად აღარ შევა ამ ტყუილში და აღარც გაჰყვება მათ

„სახელმწიფო შემდგარია და აუცილებლად მოეთხოვება პასუხი ყველას ნებისმიერ ძალადობაზე,“ – განაცხადა ჟურნალისტებთან საუბრისას „ხალხის ძალის“ საერთაშორისო ურთიერთობათა მდივანმა ეკა სეფაშვილმა, როცა კომენტარი გააკეთა რადიკალების მხრიდან დანერგილ ახალ ტენდენციაზე, რაც თვითდაპატიმრებებში გამოიხატება.

ეკა სეფაშვილი დარწმუნებულია, რომ ოპოზიციის ლიდერები გამიზნულად იქცევიან კანონის საწინააღმდეგოდ, რათა აღმოჩნდნენ ციხეში და ვერშემდგარ რევოლუციებზე პასუხისმგებლობა თავიდან ამ ფორმით აიცილონ.

„პირველ რიგში, რადიკალების ლიდერებმა ძალიან კარგად იციან რის ფასად უჯდებათ 150-200 კაცის გამოყვანა ამ ვითომდა საპროტესტო დემონსტრაციაზე. ჩვენ თუ არ გვაქვს სრული მონაცემები, მათ ხომ მაინც აქვთ ყველა ინფორმაცია და ზუსტად იციან რა ძალისხმევის ფასად უჯდებათ ამ ადამიანების დარწმუნება, ძალით მიყვანა აქციაზე და ფინანსური რესურსის ჩართვა ამ ყველაფერში.

თავისთავად ცხადია, ურჩევნიათ იყვნენ პატიმრობაში და ამ ფორმით მარტივად აიცილონ პასუხისმგებლობა, იმიტომ რომ შარშანდელი ძალადობრივი აქციებისგან განსხვავებით, ხალხი ასე მარტივად არ შევა ამ ტყუილში და გაყვება, ნახეს რა, რომ დანაშაული დასჯადია ქვეყანაში, სახელმწიფო შემდგარია და აუცილებლად მოეთხოვებათ ყველას პასუხი ნებისმიერ ძალადობაზე,“ – განაცხადა ეკა სეფაშვილმა.

ავტორი:

ბოლო სიახლეები

სოზარ სუბარი: ჩეხეთი ევროკავშირის წევრია, თუმცა ცდილობს ვროკავშირის წევრობის ფარგლებში დაიცვას...

საქართველოსთვის ჩეხეთის ეროვნულ ინტერესებზე დამყარებული პოლიტიკური გამოცდილების გაზიარების მნიშვნელობაზე გააკეთა კომენტარი პარლამენტის ვიცე-სპიკერმა, „ხალხის ძალის“ თავმჯდომარემ სოზარ სუბარმა. როგორც სუბარმა ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა, ჩეხეთს...