ეკა სეფაშვილი ნინო ლომჯარიაზე: ეს არის ადამიანი, რომელმაც თავი დაამახსოვრა საზოგადოებას იმით, რომ ნატრობდა ბომბების წვიმას საქართველოში

ეკა სეფაშვილი ნინო ლომჯარიაზე: ეს არის ადამიანი, რომელმაც თავი დაამახსოვრა საზოგადოებას იმით, რომ ნატრობდა ბომბების წვიმას საქართველოში

„გამოვიდა ნინო ლომჯარია და მოუწოდა მოქალაქეებს დაერღვიათ კანონი. თვითონ, სავარაუდოდ, ისევ ტროტუარზე იდგა,“ – განაცხადა მედიასთან საუბარში პარტია „ხალხის ძალის“ საერთაშორისო ურთიერთობათა მდივანმა, დეპუტატმა ეკა სეფაშავილმა ნინო ლომჯარიას მოწოდებაზე – „რუსთაველზე ვართ საჭირო“.

მისი თქმით, ნინო ლომჯარიას სურდა სხვა ადამიანების, ახალგაზრდების ხელით შეესრულებინა ის დავალება, რომელიც უცხოელმა პარტნიორებმა მისცეს.

„გამოვიდა ნინო ლომჯარია და მოუწოდა მოქალაქეებს დაერღვიათ კანონი. თვითონ, სავარაუდოდ, ისევ ტროტუარზე იდგა. მას სურდა სხვისი ხელით, სხვა ადამიანების და ახალგაზრდების ხელით შეესრულებინა ის დავალება, რომელიც მისცეს უცხოელმა პარტნიორებმა. თუმცა, ამ პოლიტიკოსისგან, უფრო სწორად აგენტისაგან, გასაკვირი არ არის ეს მოწოდება. ეს არის ადამიანი, რომელმაც თავი დაამახსოვრა საზოგადოებას იმით, რომ ნატრობდა ბომბების წვიმას საქართველოში,“ – განაცხადა ეკა სეფაშვილმა.

ავტორი:

ბოლო სიახლეები

ირაკლი კობახიძე: ილია ჭავჭავაძემ დაგვიტოვა ქართველთა უმთავრესი ანდერძი – „მამული, ენა,...

ჩვენი წარსული მდიდარია თვალსაჩინო საერო თუ სასულიერო მოღვაწეებით, თუმცა ილია ჭავჭავაძე იყო ერთადერთი, რომელსაც ქართველმა ხალხმა სიცოცხლეშივე, დამსახურებლად და დიდი სიყვარულით უწოდა „ერის მამა“,...