ეკა სეფაშვილი: მიმდინარე კვირაში შევიტანთ სარჩელს იმ პოლიტიკური პარტიებისა და მოქალაქეების პოლიტიკური საქმიანობის აკრძალვის მიზნით, რომლებიც საქართველოს ღალატობდნენ

„ხალხის ძალის“ საერთაშორისო ურთიერთობების მდივანმა ეკა სეფაშვილმა მედიასთან პარტიების აკრძალვასთან დაკავშირებით საკონსტიტუციო სარჩელზე გააკეთა კომენტარი.

მისი თქმით, სარჩელი მიმდინარე კვირას შევა საკონსტიტუციო სასამართლოში.

„მიმდინარე კვირაში უკვე შევიტანთ სარჩელს საკონსტიტუციო სასამართლოში იმ პოლიტიკური პარტიებისა და მოქალაქეების პოლიტიკური მოღვაწეობის აკრძალვის მიზნით, რომლებიც საქართველოს მიმართ მოღალატეობრივ საქმიანობას ეწეოდნენ და იყვნენ სისხლიანი, სასტიკი რეჟიმის შემოქმედები და უშუალო მონაწილეები“, – აღნიშნა ეკა სეფაშვილმა.

ავტორი:

ბოლო სიახლეები

ირაკლი კობახიძე: ილია ჭავჭავაძემ დაგვიტოვა ქართველთა უმთავრესი ანდერძი – „მამული, ენა,...

ჩვენი წარსული მდიდარია თვალსაჩინო საერო თუ სასულიერო მოღვაწეებით, თუმცა ილია ჭავჭავაძე იყო ერთადერთი, რომელსაც ქართველმა ხალხმა სიცოცხლეშივე, დამსახურებლად და დიდი სიყვარულით უწოდა „ერის მამა“,...