ეკა სეფაშვილი: იმ ხალხის მიზანი, რომლებიც 4 ოქტომბერს შეიკრიბნენ თბილისის ცენტრში იყო საქართველოს კონსტიტუციური ხელისუფლების ძალადობრივი მეთოდებით დამხობა და ამ გეგმის შესახებ იცოდა ყველამ

„4 ოქტომბერს განვითარებულ მოვლენებზე პასუხისმგებლობა ეკისრებათ იმ პოლიტიკურ ლიდერებს და იმ უცხოურ ძალებს, რომლებიც ყველაფერი ეს მოიფიქრეს, დასახეს გეგმა, დააფინანსეს და შემდგომში სისრულეში მოიყვანეს,“ – განაცხადა ჟურნალისტებთან საუბარში პარტია „ხალხის ძალის“ საერთაშორისო ურთიერთობათა მდივანმა, დეპუტატმა ეკა სეფაშვილმა.

მისი თქმით, იმ ხალხის მიზანი, რომლებიც 4 ოქტომბერს შეიკრიბა თბილისის ცენტრში საქართველოს კონსტიტუციური ხელისუფლების ძალადობრივი მეთოდებით დამხობა იყო.

„იმ ხალხის მიზანი, რომლებიც 4 ოქტომბერს შეიკრიბნენ თბილისის ცენტრში, იყო საქართველოს კონსტიტუციური ხელისუფლების ძალადობრივი მეთოდებით დამხობა და ამ გეგმის შესახებ იცოდა ყველამ, ვინც მიდიოდა ამ აქციაზე იმიტომ, რომ ამ ყველაფრის შესახებ არაერთგზის იყო გაცხადებული აქციამდე, აქციის განმავლობაშიც და მას შემდეგაც.

4 ოქტომბერს განვითარებულ მოვლენებზე პასუხისმგებლობა ეკისრებათ იმ პოლიტიკურ ლიდერებს და იმ უცხოურ ძალებს, რომლებმაც ყველაფერი ეს მოიფიქრეს, დასახეს გეგმა, დააფინანსეს და შემდგომში სისრულეში მოიყვანეს,“ – განაცხადა ეკა სეფაშვილმა.

ავტორი:

ბოლო სიახლეები

ირაკლი კობახიძე: ილია ჭავჭავაძემ დაგვიტოვა ქართველთა უმთავრესი ანდერძი – „მამული, ენა,...

ჩვენი წარსული მდიდარია თვალსაჩინო საერო თუ სასულიერო მოღვაწეებით, თუმცა ილია ჭავჭავაძე იყო ერთადერთი, რომელსაც ქართველმა ხალხმა სიცოცხლეშივე, დამსახურებლად და დიდი სიყვარულით უწოდა „ერის მამა“,...