ეკა სეფაშვილ BBC-ის რეპორტაჟის გამოძიებაზე: საქართველოს უსაფრთხოების სამსახურმა ყველა კითხვას გასცა პასუხი და ამომწურავი გამოძიებაც ჩაატარა ამ მიმართულებით

„რეალურად, ეს არის გლობალურად მიმდინარე დიდი დეზინფორმაციული კამპანია, რომელიც მართული და კოორდინირებულია ერთი ხელის მიერ,“ – განაცხადა „ხალხის ძალის“ საერთაშორისო ურთიერთობების მდივანმა ეკა სეფაშვილმა ჟურნალისტებთან საუბრისას, როცა კომენტარი გააკეთა ევროსაბჭოში გამართულ დებატებზე, სადაც BBC-ის რეპორტაჟის ირგვლივ გამოძიების ჩატარების აუცილებლობაზე ისაუბრეს.

ეკა სეფაშვილის თქმით, BBC-ის რეპორტაჟის ირგვლივ საქართველოს ხელისუფლებამ ჩაატარა გამოძიება და მზადაა მისი შედეგები საერთაშორისო ორგანიზაციებს დეტალურად გააცნოს.

„საქართველოს უსაფრთხოების სამსახურმა ყველა კითხვას გასცა პასუხი და ამომწურავი გამოძიებაც ჩაატარა ამ მიმართულებით. პრემიერ-მინისტრმა ისიც კი განაცხადა, რომ ყველა დაინტერესებულ პირს და ორგანიზაციას (ის გულისხმობდა საერთაშორისო ორგანიზაციებს) შეუძლიათ ამ ინფორმაციის მიღება, იმის მიუხედავად, რომ ის გარკვეული თვალსაზრისით კონფიდენციალურია. თუმცა, პრემიერი მზადაა ეს ნაბიჯი გადადგას იმისთვის, რომ დაიცვას საქართველოს იმიჯი, რეპუტაცია და ამიტომ, ეს განცხადებები მხოლოდ და მხოლოდ ემსახურება საზოგადოებაში, მათ შორის საერთაშორისო არენაზე, საქართველოს იმიჯის შელახვას, სხვას არაფერს და საქართველოს მიმართ წაყენებული ბრალდებების თითქოსდა საფუძვლიანობის დამტკიცებას.

რეალურად, ეს არის გლობალურად მიმდინარე დიდი დეზინფორმაციული კამპანია, რომელიც მართული და კოორდინირებულია ერთი ხელის მიერ, რაც ძალიან იოლადაა შესამჩნევი,“ – განაცხადა ეკა სეფაშვილმა.

ავტორი:

ბოლო სიახლეები

კონსტანტინე გამსახურდია: დღევანდელი გადასახედიდან 7 ნოემბრის აქციის სასტიკი დარბევა იყო ქვეყნის...

სა­ქარ­თვე­ლოს ეროვ­ნუ­ლი ბიბ­ლი­ო­თე­კის დირექტორი, კონსტანტინე გამსახურდია, 2007 წლის 7 ნოემბერის მოვლენებს იხსენებს და აცხადებს, რომ 7 ნოემბრამდე, მეგის ქარდავას ზინდერებმა სასტიკად დაარბიეს უკვე დასრულებული...