ედიშერ გვენეტაძე მიხაელ გალერის განცხადებაზე: სახეზეა დღევანდელი ევროკრატიის კლასიკური წარმომადგენელი – ყოველგვარი სინდისის, ნამუსისა და ადამიანობისაგან დაცლილი, რომელიც ვერ გრძნობს, რომ მათთვის ევროპული დაისი დიდი ხანია დაწყებულია

სახეზეა დღევანდელი ევროკრატიის კლასიკური წარმომადგენელი. ყოველგვარი სინდისის, ნამუსისა და საერთოდ ადამიანობისაგან დაცლილი. არც არის გასაკვირი, რომ ასეთების უფროსები არიან: ფონ ლაიენები, კალასები, კოსები, კუბილიუსები,- ასე ეხმიანება ექსპერტი, ედიშერ გვენეტაძე, ევროპარლამენტარ მიხაელ გალერის განცხადებას, რომელიც ბიძინა ივანიშვილს და ირაკლი კობახიძეს „მოსკოველებად“ მოიხსენიებს და მათ საქართველოს დატოვებისკენ მოუწოდებს.

გვენეტაძე მიხაელ გალერს „პოლიტიკურ გვამად“ მოიხსენიებს და აცხადებს, რომ ის ევროპული ბიუროკრატიის ტიპური წარმომადგენელია.

„სახეზეა დღევანდელი ევროკრატიის კლასიკური წარმომადგენელი. ყოველგვარი სინდისის, ნამუსისა და საერთოდ ადამიანობისაგან დაცლილი. არც არის გასაკვირი, რომ ასეთების უფროსებია: ფონ ლაიენები, კალასები, კოსები, კუბილიუსები…

ეს სუბიექტი არის ტიპური წარმომადგენელი ევროპული ბიუროკრატიის, რომელიც ვერ გრძნობს რომ მათთვის ევროპული დაისი დიდი ხანია არის დაწყებული და უფრო მეტიც შეუჩერებლად დასასრულისკენ მიექანება.
კითხვა ამ პატივცემული პოლიტიკურ გვამს:
კი მაგრამ საკუთარ ევროპელ გერმანელ ლიდერს, რომელიც ხმამაღლა აცხადებს: “რუსეთი ღრმად ევროპული სახელწიფოაო”, არ უპირებს “პუტიოვკის” ამოწერას რუსთა ქალაქში.

ანუ ასეთებზეა ნათქვამი: “არამკითხე მოამბეო…”“- წერს ედიშერ გვენეტაძე.

ავტორი:

ბოლო სიახლეები

სასამართლოს დამოუკიდებლობით და სამართლებრივი ჩარჩოს ეფექტიანობით საქართველო ევროპის საუკეთესო ოცეულშია

მსოფლიო ბანკმა მსოფლიო ეკონომიკური ფორუმის გლობალური კონკურენტუნარიანობის ანგარიშის გამოკითხვის შედეგები გამოაქვეყნა. კვლევა, რომელიც მსოფლიო მმართველობის ინდიკატორების მეთოდოლოგიით გადამუშავდა, ქმნის გლობალურ რეიტინგს მმართველობის ეფექტურობის, კორუფციის...