ედიშერ გვენეტაძე: დღეს, 34 წლის მანძილზე, ქართველი პრეზიდენტისაგან პირველად გავიგონე ქართულ ენაზე ხმა გაეროში, ამ დროს “ნაცები” ტირიან, რატომ ქართულადო

ექსპერტი, ედიშერ გვენეტაძე, პრეზიდენტ მიხეილ ყაველაშვილის გაეროში სიტყვით გამოსვლას ეხმიანება და აღნიშნავს, რომ ქართველი პრეზიდენტისგან ქართულ ენაზე საუბარი ამ ტრიბუნიდან 34 წლის მანძილზე პირველად გაიგო.

ექსპერტი პოსტს თან ურთავს ვიდეოს, რომელშიც ოპოზიციონერი გიორგი რუხაძე აკრიტიკებს პრეზიდენტის ქართულად მიმართვას გაეროს გენერალურ ასამბლეაზე იმ მიზეზით, რომ ქართული ენის ჟღერადობას “დიდად არ აქებენ”.

“დღეს, 34 წლის მანძილზე, ქართველი პრეზიდენტისაგან პირველად გავიგონე ქართულ ენაზე ხმა გაეროში. აქსიოს! ამ დროს “ნაცები” ტირიან, რატომ ქართულადო. ნახეთ!” – წერს ედიშერ გვენეტაძე.

ავტორი:

ბოლო სიახლეები

სოზარ სუბარი: ჩეხეთი ევროკავშირის წევრია, თუმცა ცდილობს ვროკავშირის წევრობის ფარგლებში დაიცვას...

საქართველოსთვის ჩეხეთის ეროვნულ ინტერესებზე დამყარებული პოლიტიკური გამოცდილების გაზიარების მნიშვნელობაზე გააკეთა კომენტარი პარლამენტის ვიცე-სპიკერმა, „ხალხის ძალის“ თავმჯდომარემ სოზარ სუბარმა. როგორც სუბარმა ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა, ჩეხეთს...