ძლიერი ქარის შედეგად ბათუმში რამდენიმე მრავალბინიანი საცხოვრებელი სახლის სახურავი და მწვანე ნარგავები დაზიანდა

ძლიერი ქარის შედეგად ბათუმში რამდენიმე მრავალბინიანი საცხოვრებელი სახლის სახურავი და მწვანე ნარგავები დაზიანდა.

ასევე დაფიქსირდა მცირე მეწყრული პროცესები. ყველა შემთხვევაზე მიმდინარეობს შესაბამისი რეაგირება. მთელი ღამის განმავლობაში უწყვეტად ხორციელდებოდა და ამ დრომდე გრძელდება ზღვაში გამსვლელი არხების წმენდა.

დილიდან შტორმის შედეგად დაბინძურებული ძველი და ახალი ბულვარის, ასევე გონიოს სანაპირო ზოლის გაწმენდითი სამუშაოები მიმდინარეობს. მობილიზებულია და საგანგებო რეჟიმში მუშაობს მერიის ყველა შესაბამისი სამსახური.

ავტორი:

ბოლო სიახლეები

ბიძინა ივანიშვილისა და მისი ოჯახის საქველმოქმედო პროექტის ფარგლებში, მმართველი პარტიის საპატიო...

„ქართული ოცნების“ დამფუძნებლისა და საპატიო თავმჯდომარის ბიძინა ივანიშვილის და მისი ოჯახის მიერ დაფუძნებული ფონდი „ქართუ“ განაგრძობს საქველმოქმედო პროექტს, რომლის მიზანია გადაშენების პირას მყოფი ველური...