20-21 ივნისს ბათუმში ზაფხულის ტურისტული სეზონი „ზაფხულის ფესტივალით“ ოფიციალურად გაიხსნება

20-21 ივნისს, ბათუმში ზაფხულის ტურისტული სეზონი „ზაფხულის ფესტივალით“ ოფიციალურად გაიხსნება. ფესტივალი ტრადიციულად, ანბანის კოშკის მიმდებარედ გაიმართება. დასწრება უფასოა.

საზაფხულო დეკორაციებითა და ინსტალაციებით მოირთვება საფესტივალო სივრცე, სტუმრების განწყობაზე მოწვეული და ადგილობრივი ბენდები იზრუნებენ.

ფესტივალის ფარგლებში გაიმართება გამოფენა-გაყიდვაც, რომელშიც 150-მდე მეწარმის ხელნაკეთი ნივთები და პროდუქტები იქნება წარმოდგენილი.

ორი დღის განმავლობაში ფესტივალის ტერიტორიაზე 10-ზე მეტი ლაუნჯი და კაფე-ბარი იმუშავებს.

„ზაფხულის ფესტივალის“ სტუმრებს საშუალება ექნებათ მრავალფეროვან მუსიკალურ შოუს დაესწრონ, რომელიც ორივე დღეს საღამოს ხუთი საათიდან დაიწყება.

ავტორი:

ბოლო სიახლეები

ბიძინა ივანიშვილისა და მისი ოჯახის საქველმოქმედო პროექტის ფარგლებში, მმართველი პარტიის საპატიო...

„ქართული ოცნების“ დამფუძნებლისა და საპატიო თავმჯდომარის ბიძინა ივანიშვილის და მისი ოჯახის მიერ დაფუძნებული ფონდი „ქართუ“ განაგრძობს საქველმოქმედო პროექტს, რომლის მიზანია გადაშენების პირას მყოფი ველური...