დოროთე ყურაშვილი: 30 წელი იქნება, ლოცვა არ მაქვს წაკითხული საერთოდ, “უფალო შემიწყალენ”-საც არ ვამბობ, რაში სჭირდება ღმერთს ჩემი თქმა რომ შემიწყალოს?

არქიმანდრიტმა დოროთე ყურაშვილმა, სოციალურ ქსელში გამოაქვეყნა ვიდეო, სადაც ის აცხადებს, რომ 30 წელია, რაც ლოცვა არ წაუკითხავს.

დოროთე ყურაშვილის თქმით, ის არც “უფალო შემიწყალენ”-ს კითხულობს, რადგან მიიჩნევს, რომ ღმერთს მისი თქმა არ სჭირდება, რომ შეიწყალოს.

“რაც ეკლესიას ვიცნობ, მონასტერშია თუ ერშია, ყველა აძლევს აადამიანებს კანონებს. მაგალითად, ერის ადამიანს დილა-საღამოს ლოცვები, ზიარების წინა ლოცვები, მერე პარაკლისები და ამით ხდიან ქრისტიანებს. მე არ მახსოვს, მაგრამ, ერთი 30 წელი იქნება, ლოცვა არ მაქვს წაკითხული საერთოდ. გაგიკვირდებათ, საერთოდ არ წამიკითხავს ლოცვა, “უფალო შემიწყალენ”-საც არ ვამბობ, რაში სჭირდება ღმერთს ჩემი თქმა რომ შემიწყალოს? მე ღმერთთან ვარ და ვიცი, რომ შემიწყალებს სადაც შესაწყალებელი ვარ. ჩემი ლოცვა არის კითხვა და შემეცნება, ” – განაცხადა არქიმანდრიტმა.

https://www.facebook.com/share/v/16rHZWR2o3/

ავტორი:

ბოლო სიახლეები

ირაკლი კობახიძე: ილია ჭავჭავაძემ დაგვიტოვა ქართველთა უმთავრესი ანდერძი – „მამული, ენა,...

ჩვენი წარსული მდიდარია თვალსაჩინო საერო თუ სასულიერო მოღვაწეებით, თუმცა ილია ჭავჭავაძე იყო ერთადერთი, რომელსაც ქართველმა ხალხმა სიცოცხლეშივე, დამსახურებლად და დიდი სიყვარულით უწოდა „ერის მამა“,...