დონალდ ტრამპმა ზოგიერთ კანადურ საქონელზე ტარიფები 50%-მდე გაზარდა

აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა ზოგიერთ კანადურ საქონელზე ტარიფები 50%-მდე გაზარდა.

დონალდ ტრამპის თქმით, აშშ-ისთვის მიწოდებულ ელექტროენერგიაზე დაწესებული 25%-იანი ტარიფის საპასუხოდ, მან დაავალა აშშ-ის ვაჭრობის დეპარტამენტს, გააორმაგოს ტარიფები 50%-მდე კანადიდან შემოსულ ფოლადსა და ალუმინზე.

ტრამპმა ოტავას მოსთხოვა, დაუყოვნებლივ გააუქმოს 250–390%-იანი ფერმერული ტარიფი სხვადასხვა ამერიკულ რძის პროდუქტზე.

გარდა ამისა, ამერიკელმა ლიდერმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ მეზობელი ქვეყანა „ძალიან ცოტას“ ხარჯავს ეროვნულ უსაფრთხოებაზე და ეყრდნობა შეერთებულ შტატებს.

„ერთადერთი, რასაც აზრი აქვს, არის ის, რომ კანადა გახდეს ჩვენი სანუკვარი 51-ე შტატი. ეს ყველა ტარიფს გააქრობს. კანადელთა გადასახადები მნიშვნელოვნად შემცირდება, ისინი სამხედრო თვალსაზრისით უფრო დაცულები იქნებიან“, – განაცხადა აშშ-ის პრეზიდენტმა.

ავტორი:

ბოლო სიახლეები

სუსი: 2024 წლის 16 სექტემბერს გორის მუნიციპალიტეტის სოფელ მეჯვრისხევის მიმდებარედ უკანონოდ...

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ინფორმაციით, 2024 წლის 16 სექტემბერს გორის მუნიციპალიტეტის სოფელ მეჯვრისხევის მიმდებარედ უკანონოდ დაკავებული საქართველოს ორი მოქალაქე თავისუფალია და ცენტრალური ხელისუფლების მიერ კონტროლირებად...