დონალდ ტრამპმა ხელი მოაწერა მემორანდუმს „პოლიტიკური ძალადობის მხარდამჭერი ჯგუფების გამოძიების“ შესახებ

აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა ხელი მოაწერა მემორანდუმს „პოლიტიკური ძალადობის მხარდამჭერი ჯგუფების გამოძიების“ შესახებ. როგორც „სიენენი“ წერს, მემორანდუმის მიზანია, გააძლიერონ ძალისხმევა, რათა გამოავლინონ ორგანიზაციები, რომლებიც მხარს უჭერენ ძალადობას, რომელსაც ოფიციალური პირები „რადიკალურ, პოლიტიკურად მოტივირებულ ჯგუფებს“ უწოდებენ.

„ჩვენ გავალთ გარეთ და საკმაოდ მასშტაბურად შევამოწმებთ ამ ხალხს, არსებობენ ძალიან მდიდარი ადამიანები, რომლებიც აფინანსებენ პოლიტიკურ ძალადობას“, – აღნიშნა ტრამპმა.

კითხვაზე, რომელი ჯგუფები შეიძლება, გახდნენ ადმინისტრაციის სამიზნე ამ ბრძანებით, ტრამპმა კონკრეტული ორგანიზაციები არ დაასახელა.

„ნებისმიერი ორგანიზებული ჯგუფი, რომელიც ჩადის ამ დანაშაულებებს“, – აღნიშნა გენერალურმა პროკურორმა, პემ ბონდიმ.

მოგვიანებით კი ტრამპმა განსაკუთრებით გამოარჩია ჯორჯ სოროსი და რიდ ჰოფმანი, როგორც ადამიანები, რომელთა შესახებაც მას „ესმის“.

ავტორი:

ბოლო სიახლეები

სოზარ სუბარი: ჩეხეთი ევროკავშირის წევრია, თუმცა ცდილობს ვროკავშირის წევრობის ფარგლებში დაიცვას...

საქართველოსთვის ჩეხეთის ეროვნულ ინტერესებზე დამყარებული პოლიტიკური გამოცდილების გაზიარების მნიშვნელობაზე გააკეთა კომენტარი პარლამენტის ვიცე-სპიკერმა, „ხალხის ძალის“ თავმჯდომარემ სოზარ სუბარმა. როგორც სუბარმა ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა, ჩეხეთს...