დონალდ ტრამპი – რუსეთს შეთანხმების დადება სურს და ზელენსკის მოუწევს გააქტიურება, წინააღმდეგ შემთხვევაში ის დიდ შესაძლებლობას გაუშვებს ხელიდან

აშშ-ის პრეზიდენტის დონალდ ტრამპის განცხადებით, უკრაინის პრეზიდენტს ვოლოდიმირ ზელენსკის მოუწევს გააქტიურდეს ომის დასრულების შესახებ მიმდინარე მოლაპარაკებებში.

„რუსეთს სურს შეთანხმების დადება და ზელენსკის მოუწევს გააქტიურება, წინააღმდეგ შემთხვევაში ის დიდ შესაძლებლობას გაუშვებს ხელიდან. უნდა იმოქმედოს“, – განუცხადა ტრამპმა ჟურნალისტებს.

შეგახსენებთ, დღეს ცნობილი გახდა, რომ აშშ-ის, უკრაინისა და რუსეთის წარმომადგენლები ომის დასრულების საკითხზე მოლაპარაკებების მორიგ რაუნდს 17-18 თებერვალს ჟენევაში გამართავენ.

ავტორი:

ბოლო სიახლეები

გიორგი კახიანი ევროკომისიის ანგარიშზე: ეს არის ცალმხრივად მომზადებული ანგარიში და შესაბამისად,...

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილე გაფართოების შესახებ ევროკომისიის გაფართოების 2026 წლის ანგარიშს აფასებს. ის დოკუმენტს სუბიექტურსა და უსამართლოს უწოდებს. „ერთი მხრივ ევროკომისიის სტრუქტურები და მეორე მხრივ,...