დონალდ ტრამპი – აშშ-ში მყოფი უკრაინის მოქალაქეები ომის დასრულებამდე აქ დარჩენას შეძლებენ

დონალდ ტრამპი – აშშ-ში მყოფი უკრაინის მოქალაქეები ომის დასრულებამდე აქ დარჩენას შეძლებენ
აშშ-ში მყოფი უკრაინის მოქალაქეები ომის დასრულებამდე აქ დარჩენას შეძლებენ, – ამის შესახებ აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა თეთრ სახლში ჟურნალისტებს განუცხადა.

კითხვაზე, შეძლებენ თუ არა ის უკრაინელები აშშ-ში დარჩენას, რომლებმაც რუსეთის სრულმასშტაბიანი შეჭრის გამო ქვეყანა დატოვეს, აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა უპასუხა, რომ „დიახ“.

„დიახ. ვფიქრობ, რომ ამას გავაკეთებთ. უკრაინიდან ბევრი ადამიანი გვყავს და მათთან ერთად ვმუშაობთ“, – განაცხადა დონალდ ტრამპმა.

შეგახსენებთ, მიმდინარე წლის მარტში ცნობები ვრცელდებოდა, რომ დონალდ ტრამპის ადმინისტრაცია აშშ-ში მყოფი 240 000 უკრაინელისთვის დროებითი ლეგალური სტატუსის გაუქმებას გეგმავდა.

ავტორი:

ბოლო სიახლეები

დიმიტრი ხუნდაძე: ბიუჯეტი ბევრი სიკეთის შესაძლებლობას იძლევა, მაგრამ, რამდენიმე ძირითადი აქცენტი...

ვეტერანებისათვის შემწეობის გაზრდისა და დემოგრაფიული პრობლემის მოგვარებისათვის ცალკეული პროგრამების დაფინანსების ზრდის მნიშვნელობაზე პარლამენტის პლენარულ სხდომაზე პოლიტიკური ჯგუფის „ხალხის ძალის“ ლიდერმა დიმიტრი ხუნდაძემ...