დიმიტრი სამხარაძე: როცა საქართველოს ინტერესების დასაცავად, მშვიდობის შესანარჩუნებლად, ბიძინა ივანიშვილი საკუთარ კეთილდღეობას სწირავს, ასეთ დროს, ნებისმიერი არასწორი ნაბიჯი ერისკაცის და საქართველოს ღალატია!

“ქართული ოცნება” იწყება და მთავრდება ბატონი ბიძინა ივანიშვილით! მე, შენ, ჩვენ, ერისკაცმა მოგვცა იმის შესაძლებლობა, რომ ჩვენს ქვეყანას გულწრფელად, ერთგულად, პატიოსნად და ღირსებით ვემსახუროთ! – ამის შესახებ, “ქართული ოცნების” რეგიონული მდივანი, დიმიტრი სამხარაძე, სოციალურ ქსელში წერს.

მისი განცხადებით, მაშინ, როდესაც ბიძინა ივანიშვილი საკუთარ კეთილდღეობას და ოჯახის წევრებს რისკის ქვეშ აყენებს, ნებისმიერი არასწორი ნაბიჯი ქვეყნის და ივანიშვილის ღალატს ნიშნავს.

“ქართული ოცნება” იწყება და მთავრდება ბატონი ბიძინა ივანიშვილით! მე, შენ, ჩვენ, ერისკაცმა მოგვცა იმის შესაძლებლობა, რომ ჩვენს ქვეყანას გულწრფელად, ერთგულად, პატიოსნად და ღირსებით ვემსახუროთ! მაშინ როცა, საქართველოს ინტერესების დასაცავად, მშვიდობის შესანარჩუნებლად და საქართველოს მოსახლეობის უსაფრთხოებისათვის, ბატონი ბიძინა საკუთარ კეთილდღეობას სწირავს, რისკის ქვეშ აყენებს საკუთარი ოჯახის წევრებს, პარალელურად ვიღაცეები თავისი ხუშტურების დაკმაყოფილებას იწყებენ, მოქმედებებით ზიანს აყენებენ სახელმწიფოს და ტალახში სვრიან იმ გზას, რომელიც ჩვენი ქვეყნის გაძლიერებას ემსახურება. ასეთ დროს, ნებისმიერი არასწორი ნაბიჯი ერისკაცის და საქართველოს ღალატია!” – წერს დიმიტრი სამხარაძე.

ავტორი:

ბოლო სიახლეები

ირაკლი კობახიძე: ილია ჭავჭავაძემ დაგვიტოვა ქართველთა უმთავრესი ანდერძი – „მამული, ენა,...

ჩვენი წარსული მდიდარია თვალსაჩინო საერო თუ სასულიერო მოღვაწეებით, თუმცა ილია ჭავჭავაძე იყო ერთადერთი, რომელსაც ქართველმა ხალხმა სიცოცხლეშივე, დამსახურებლად და დიდი სიყვარულით უწოდა „ერის მამა“,...