დიმიტრი სამხარაძე პრეზიდენტის სასახლესთან ძალადობრივი აქციიდან გავრცელებულ ვიდეოზე – დაცვის სამსახურის ოფიცერი, მარტო, უშიშრად, ჯოგის წინააღმდეგ იბრძვის და სახელმწიფოს იცავს! სანამ ეგეთი ლომები ეყოლება საქართველოს, ვერცერთი გადამთიელი ვერაფერს გვავნებს!

“ქართული ოცნების” რეგიონული მდივანი, დიმიტრი სამხარაძე, 4 ოქტომბერს, პრეზინეტის სასახლის შესასვლელთან ძალადობრივი აქციის ვიდეოს ავრცელებს და წერს, რომ კადრებში ჩანს, თუ როგორ იბრძვის აქტივისტების წინააღმდეგ დაცვის სამსახურის ოფიცერი მარტო.

სამხარაძე აღნიშნავს, რომ აუცილებლად მიაგნებს და ქედს მოიხრის ოფიცრის წინაშე.

“ამ ვიდეოში ჩანს დაცვის სამსახურის ოფიცერი, რომელიც მარტო, უშიშრად, ამ აყროლებული, სუნიანი ჯოგის წინააღმდეგ იბრძვის და ჩვენ სახელმწიფოს იცავს! არ ვიცი ეს ღირსეული საქართველოს შვილი ვინ არის, მაგრამ უეჭველი მივაგნებ და მის წინაშე ქედს მოვიხდი! სანამ ეგეთი ფაფარაშლილი ლომები ეყოლება საქართველოს, ვერცერთი გადამთიელი ვერაფერს გვავნებს!” – წერს დიმიტრი სამხარაძე სოციალურ ქსელში.

https://www.facebook.com/share/v/14Mq2mb8T4D/?mibextid=wwXIfr

ავტორი:

ბოლო სიახლეები

ირაკლი კობახიძე: ილია ჭავჭავაძემ დაგვიტოვა ქართველთა უმთავრესი ანდერძი – „მამული, ენა,...

ჩვენი წარსული მდიდარია თვალსაჩინო საერო თუ სასულიერო მოღვაწეებით, თუმცა ილია ჭავჭავაძე იყო ერთადერთი, რომელსაც ქართველმა ხალხმა სიცოცხლეშივე, დამსახურებლად და დიდი სიყვარულით უწოდა „ერის მამა“,...